workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტური ტრანსფერზე დაფიქრდა

არტური ტრანსფერზე დაფიქრდა

არტური კატეგორიულად აცხადებდა, რომ “ბარსელონაში” დარჩენა სურდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, ბრაზილიელი გუნდში თავს კარგად ვერ გრძნობს და სათამაშო როლითაც უკმაყოფილოა, მაურისიო სარი კი, ერთ-ერთი ლიდერის სტატუსს სთავაზობს, – წერს Mundo Deportivo.

პირველი შეთავაზება “იუვენტუსის” მხრიდან, პიანიჩში გაცვლა იყო, მაგრამ ეს იმდენად ცუდი შეთავაზებაა, რომ “ბარსა” არ დათანხმდებოდა, თუმცა, ბართომეუს ხელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო ინფორმაციით, “იუვე” 80 მილიონ ევროს იხდის, რაც კრიზისულ პერიოდში, ძალიან სოლიდური თანხაა.

“იუვეს” აქვს რესურსი ეს თანხა გადაიხადოს და აქვს იმის რესურსიც, რომ არტურს ხელფასი გაუსამმაგოს. ასე აღმოჩნდა, რომ იტალიურ გრანდთან შედარებით, “ბარსა” უკვე ღარიბი კლუბია. შეცდომების ჯაჭვმა, კლუბის ფინანსები, აქამდე დაიყვანა.

MD იუწყება, რომ დირექტორებს, ტრანსფერის დასრულება, 30 ივნისამდე სურთ, სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი, ერიკ აბიდალი “იუვეს” ხელმძღვანელებთან აქტიურ კონტაქტზეა.

საუბარი არ წყდება მირალემ პიანიჩზე, თუ ბოსნიელი ტრანსფერში იქნება გამოყენებული და “ბარსა” 20 მილიონზე მეტს ვერ აიღებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება შექმნილ სიტუაციაში. გუნდს პიანიჩის დონის ნახევარმცველები ისედაც ჰყავს, დამატებით 20 მილიონ ევროს კი, ვერც ლაუტაროს ტრანსფერში გამოიყენებს და ვერც ნეიმარის, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

MD წერს, რომ არტური ერთი მომენტის ფეხბურთელია, მაშინ, როცა პიანიჩს სტაბილურობის მოტანა შეუძლია კლუბისთვის.

საკამათო მოსაზრებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    schedule 24 ივნ 2020, 20:05
    #16

    სარიმ რა უნდა შესთავაზოს, თვითონ ჩემოდანზე ზის.

  • basa7
    schedule 24 ივნ 2020, 17:47
    #15

    უფრო დიდი იდიოტობა რა ვიცი. ისე რო იცოდეთ არტური და კოუტინიოს შედარება ცოტა ტეხავს, ფუნქციურად სხვადასხვა ფეხბურთელებია

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივნ 2020, 17:39
    #14

    ეს რო გაყიდონ ვინ უნდა დაიჭიროს ცენტრში ბურთი ვიდალმა თუ რაკიტიჩმა? შემტევი ნახევარ მცველის პრობლემა აქვს გუნდს და ამის გაშვებით ცენტრში ბურთის დამჭერსაც დავკარგავთ

  • davidus2020
    schedule 24 ივნ 2020, 17:27
    #13

    ყველაფერში არტურის დამნაშავე,ბრაზილიელების სისხლში აქვს გულავი არა ფროფესიალიზმი,ძალიან მაგარი იმედი მქონდა ამის,გუნდსაც მაგრად მოერგო,შარშან მაგრა თამაშობდა,დაეწყო რეგრესი ,შარშანდელის ლანდია.

  • სპარტაკი
    schedule 24 ივნ 2020, 17:01
    #12

    ჩემი მოსაზეებით 80 მილიონად თუ გაიყიდა კიდე ღირს .. პლიუს კოუს მიეცემა შანსი და იმ წერტილში აშკარად მეტად შედეგიანი იქნება.. იმ ფულით იქნებ ნეიმარიც დაიბრუნონ და გაიმართება გუნდი…

  • JUZI
    schedule 24 ივნ 2020, 16:28
    #11

    ციტატა: ousmane dembele 11
    ამის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება

    რატო იქნება შეცდომა? პროგრესირებს ამ მენახირე მწვრთნელის ხელში და ხელი შეეშლება? თუ ამ ეტაპზე გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია? პირიქით წავიდეს, იქნებ ნორმალური მწვრთნელის ხელში მოხვდეს და განვითარდეს თორე დარჩა ერთ დონეზე.

  • ousmane dembele 11
    schedule 24 ივნ 2020, 16:19
    #10

    ამის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება

  • El pistolero 9
    schedule 24 ივნ 2020, 16:11
    #9

    თუ გაყიდეს ვან დე ბეეკი უნდა იყიდონ ულაპარაკოდ

  • Iniesta_8
    schedule 24 ივნ 2020, 16:07
    #8

    ნეტა ვინ რა იცის არტური ტრანსფერზე დაფიქრდა თუ სეტიენის დედაზე

  • B.A.r.c.A
    schedule 24 ივნ 2020, 15:53
    #7

    ალკანტარა დააბრუნონ პიანიჩის მოყვანას

  • Bellyache
    schedule 24 ივნ 2020, 15:26
    #6

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: buka971
    80 მილიონად ღირს ამის გაშვება 90 წუთი ტიპი ვერაფრით ვერ თამაშობს, დააბრუნონ კოუტინიო ნახევარ დაცვაში დე იონგი და რიკი პუჩი 👌

    აუ ისეთი ფინანსური კრიზისია, მემგონი კოუტინიოს და დემბელესაც მიაყოლებენ და მოიყვანენ პიანიჩს და ლაუტაროს : ))) მოკლავენ იმ საწყალ ბართომეუს.. ვეღარ გაასწრებს ქალაქიდან.

    გეთანხმები არტურს ისევ კოუტინიო მირჩევნია,პლუს მაგ თანხად ვინმე მოიყვანონ შემტევი

  • ფეოლა
    schedule 24 ივნ 2020, 14:38
    #5

    ციტატა: buka971
    80 მილიონად ღირს ამის გაშვება 90 წუთი ტიპი ვერაფრით ვერ თამაშობს, დააბრუნონ კოუტინიო ნახევარ დაცვაში დე იონგი და რიკი პუჩი 👌

    აუ ისეთი ფინანსური კრიზისია, მემგონი კოუტინიოს და დემბელესაც მიაყოლებენ და მოიყვანენ პიანიჩს და ლაუტაროს : ))) მოკლავენ იმ საწყალ ბართომეუს.. ვეღარ გაასწრებს ქალაქიდან.

  • buka971
    schedule 24 ივნ 2020, 14:32
    #4

    80 მილიონად ღირს ამის გაშვება 90 წუთი ტიპი ვერაფრით ვერ თამაშობს, დააბრუნონ კოუტინიო ნახევარ დაცვაში დე იონგი და რიკი პუჩი 👌

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივნ 2020, 14:19
    #3

    სისულელეა სისულელეეეე

  • ფეოლა
    schedule 24 ივნ 2020, 14:02
    #2

    ციტატა: Soul
    როგორც მოგეხსენებათ, პრესაში დაიწერა, რომ "ბარსელონამ" და ტურინის "იუვენტუსმა" არტურ მელოს ტრანსფერი შეათანხმეს.

    საბოლოო სიტყვა ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველზეა, რომელიც კვლავ ჯიუტობს და "ბებერ ქალბატონში" გადასვლაზე უარს ამბობს.

    Tuttomercatoweb-ის თანახმად, "ბიანკონერიმ" კატალონიელთა ფლეიმეიქერი ვერც სამჯერ უფრო მაღალი ხელფასითა და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილით მოხიბლა.

    სამხრეთ ამერიკელი შუახაზელის პოზიცია ასეთია – სანამ მას "ბლაუგრანა" კარისკენ არ მიუთითებს, ის არ წავა.

    ზუსრად მაგას წერს MD, რომ უკვე მიუთითეს კარისკენ.
    ყიდიან საახალწლო გოჭივით.

  • Soul
    schedule 24 ივნ 2020, 13:56
    #1