მადრიდის ”რეალის” მეკარე, იკერ კასილიასი და კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია ერთმანეთს შეხვდნენ და საჯაროდ მოახდინეს შერიგება ესპანეთის ნაკრების იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც ხსენებულ კლუბებს წარმოადგენენ, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა ”მარკა”.
ფეხბურთელები ირწმუნებიან, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არავითარი პრობლემა ”კლასიკოების” შემდეგ არ იქნება.
”20 დღის განმავლობაში ფეხბურთელები საკუთარი გუნდების ინტერესების დაცვაზე ზრუნავდნენ. მე ვერავინ ვერ მეტყვის, რომ უნდა ვიყო დავიდ ვილიას მეგობარი ან დავლიო ღვინო მასთან ერთად. მე ვერავინ ამიკრძალავს მეგობრობას ჩავისთან, რომელსაც 15 წლიდან ვიცნობ, ან პიკესთან. ყველაფერი ეს აბსურდია.” – განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა.