ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პარერა: ”როსელი არის სუსტი ხასიათის და მშიშარა ადამიანი”

პარერა: ”როსელი არის სუსტი ხასიათის და მშიშარა ადამიანი”

კატალონიის ”ბარსელონას” მენეჯმენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, ანტონ პარერამ გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სანდრო როსელი, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა ”მარკა”.

პარერას აზრით, მადრიდის ”რეალის” ქმედებები ბოლო ”კლასიკოების” შემდეგ, როსელის სისუსტითაა გამოწვეული.

””რეალთან” კრიზისული დამოკიდებულება გამოწვეულია როსელის სუსტი ხასიათითა და შიშით. მას უნდა მიემართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მაშინვე, როგორც კი ”თეთრების” წარმომადგენლებმა ”ბარსელონას”  ფეხბურთელები აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში დაადანაშაულეს. საქმე ისაა, რომ ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის მეგობრული დამოკიდებულება ვერ იქნება. შესაძლებელია იყოს საერთო ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ მეგობრობა გამორიცხულია.” – განაცხადა პარერამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში