workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: ””უეფამ” სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო”

ვილია: ””უეფამ” სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო”

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ კომენტარი გააკეთა ”უეფას” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის უმაღლესმა უწყებამ არ მიიღო მადრიდის ”რეალის” საჩივარი ბუსკეტსისთვის ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. მადრიდელთა მტკიცებით სერხიო ბუსკეტსმა რასისტული გამონათქვამები გამოიყენა ”რეალის” ფეხბურთელის”, მარსელოს მიმართ და მან ამ უკანასკნელს ”მაიმუნი” უწოდა.

შესანიშნავი სიახლეა. ”უეფამ” მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ბუსკეტსს ძალიან უნდა ფინალში თამაში და მძალიან სასიამოვნოა, რომ მას ამის შანსი მიეცემა.

რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი და ახლა ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის. მშვენიერია.” – ციტირებს დავიდ ვილიას სიტყვებს ესპანური გამოცემა ”ას”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward