workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზედიზედ მეოთხე მშრალად შენახული კარი

ზედიზედ მეოთხე მშრალად შენახული კარი

გუშინ, ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა, “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის უგოლოდ, 0-0, დასრულდა. ეს იყო ზედიზედ მეოთხე მატჩი, რომელშიც კიკე სეტიენის გუნდმა გოლი არ გაუშვა.

ეს სერია პანდემიამდე დაიწყო. 7 მარტს “ბარსამ” “რეალ სოსიედადს” 1-0 სძლია. ლა ლიგის განახლების შემდეგ კი გუნდმა სამი მატჩის ჩატარება მოასწრო: “მალიორკა”, 4-0; “ლეგანესი”, 2-0; “სევილია”, 0-0. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს გასული წლის აპრილში ჰქონდა: “ატლეტიკო”, 2-0; “მანჩესტერი” 1-0; “უესკა”, 0-0, “მანჩესტერი”, 3-0.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 2019/20 წლების სეზონში კარის მშრალად შენახვა მეთოთხმეტედ შეძლო – 11 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 სამეფო თასზე. მან ჩატარებულ 37 შეხვედრაში 34 გოლი გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Andres_Iniesta
    schedule 20 ივნ 2020, 19:21
    #5

    ციტატა: Iniesta_8
    მაინც ბევრს უშვებს, არადა ალისონს და ობოაკსაც მირჩევნია. სრულყოფილი მეკარეა ტერი : პენალტი, კარის ხაზზე თამაში, რეაქცია, პასი, სუსტი ხელი ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს


    სწრაფი რეფლექსებით ობლაკი ჯობს

    მარა ფეხით შტეგო. ჯამში ობლაკი მირჩევნია, მაგრამ ობლაკი დიდი ალბათობით ბარსაში ვერ გაქაჩავდა. ბევრ შეცდომას დაუშვებდა დაცვა რო უკან წამოიღებდა ბურთს

    ისე სლოვენიას მეკარეებში მაგარი სასტავი ყავს 1 გუნდში ობლაკი და ჰანდანოვიჩი თამაშობდეს რავიცი…..

  • NeymardaSilva
    schedule 20 ივნ 2020, 17:19
    #4

    ეს და მესი მეცოდებიან ამ ნახირის ხელში:((

  • Iniesta_8
    schedule 20 ივნ 2020, 17:04
    #3

    მაინც ბევრს უშვებს, არადა ალისონს და ობოაკსაც მირჩევნია. სრულყოფილი მეკარეა ტერი : პენალტი, კარის ხაზზე თამაში, რეაქცია, პასი, სუსტი ხელი ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს

  • Andres_Iniesta
    schedule 20 ივნ 2020, 16:27
    #2

    შტეგო!! შენ რო არ იყო რა გვეშველებოდა, შენ და მესი დაათრევთ გუნდს

  • nika 54
    schedule 20 ივნ 2020, 16:00
    #1

    ეეხ, ნეტა 5 გაგვეშვა და 6 გაგვეტანა,