ლიონელ მესის მძაფრი რეაქცია დიეგო კარლოსის სიტყვებზე (ვიდეო)

ლიონელ მესის მძაფრი რეაქცია დიეგო კარლოსის სიტყვებზე (ვიდეო)

პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” შეხვედრას “სევილიასთან” მართავს. პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ უბურთო დიეგო კარლოსი მინდორზე დაანარცხა, თუმცა მსაჯისაგან გაფრთხილება არ მიიღო.

აღნიშნულმა ფაქტმა დიეგო განარისხა, რომელიც მსაჯს არგენტინელისათვის ყვითელი ბარათის ჩვენებას სთხოვდა – ” ასე მხოლოდ იმიტომ იქცევით, რომ მესია?”, “ქურდობაა“, – გააპროტესტა ფეხბურთელმა.

ამ სიტყვების შემდეგ მესი ხელით შეეხო კარლოსს, რომელიც ძალიან მარტივად, კვლავ მოედნის საფარზე აღმოჩნდა.

[media=https://twitter.com/cr7raprhymes/status/1274085834782846978]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    20 ივნ 2020, 16:19

    ციტატა: Lionel Messi – 10
    სადარიან კიკეა თუ კიკუს მეხოტბეები. ბარსას სტილის მწვრთნელი როა თურემე. ამაზე საზიზღრად მოთამაშე ბარსა ბევრი წელია არმინახავს. სამში გრძელსაც ვერ მოვიგებთ წელს ლიგაზე ნაპოლი გამოგვაგდებს აგერ თქვენ და აგერ მე. არასდროს გავბრაზებულვარ გუნდზე ასე ძალიან ლივერპულის თამაშის მერეც კი ეს უბრალოდ დაცინვაა და მეტი არაფერი. მესის ადგილას ეგრევე წავიდოდი კლუბიდან თუნდაც ინტერში. ეს არის ერთ ფეხბურთელზე ჩამოკიდებულიც აღარ ქვია ისეა დამოკიდებული გუნდი თამაშს ხო უყურებდით ხალხო თამაში მოსაგები ქონდა ბარსას და ჯერ დასეირნობდნენ და მერე ყველა ფეხბურთელი მესის ეძებდა წინ ვერ იხედებოდა ვერცერთი. აი ესაა დღევანდელი ბარსა. ადიოს ამიგოს იმედია არჩევნებში უშანსოდ წააგებს ეს ახვარი ხელმძღვანელობა. პირველ ლიგში მწვრთნელია გასაშვები და კარგი ნახევარმცველიდ ასამატებელი აი დებრუინი თუ უშველის ბარსას მარა ჩვენი ხეიბბარი უფროსობა მილიარდის გადახდას აპირებს ვიღაც ნახევარსეზონიან ღლაპ ლაუტაროში რომელიც კაცმა არიცის მომდევნო სეზონში რას ითამაშებს. გრიზმანზე კოუტინიოზე და დემბელეზე ლაპარაკიც აღარამაქ.


    დავიღალე ამაზე ლაპარაკით, რონალდუზე მთელი რეალი თამაშობდა და კარის წინ უგორებდნენ საგოლეს, ამათ უნდათ ლეომ დაიწყოს და თვითონვე დაამთავროს მომენტი? სადაური ფეხბურთია, გინახავთ ვინმეს მსგავსი?

    აღარც ამას აღარა აქვს ნერვები. რა ქნას მარტოკას სთხოვენ თამაშების მოგებას, ოდნავ გაოფლიანება არავის უნდა.

  • lurjibroweuli
    20 ივნ 2020, 02:09

    ეეჰჰ , ლეო ლეო
    შენ ……