ერიკ აბიდალი არის ადამიანი, რომელიც უმძიმესი დაავადების დროსაც ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ამხნევებდა ხალხს და ღიმილს არ იშორებდა სახიდან. იგი მიიწვიეს “ბარსა ტვ”–ს ერთ–ერთ გადაცემაში, “El Marcador”–ში. მან ისაუბრა იმ სიმსიმნეზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამოიკვეთა და განაცხადა,რომ: “ახლა სრულიად სხვა პიროვნება ვარ”.
ვრცელ ინტერვიუში ერიკმა ისაუბრა იმ გრძნობაზე, რომელიც “კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ განიცადა კატალონიელი ხალხის მხრიდან. ფრანგმა მცველმა გამოტოვა 3 უდიდესი მატჩი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, თუმცა მისმა გუნდმა მოახერხა “უემბლის” ფინალში ასპარეზობა. ეს ერიკისთვის ერთგვარი შანსიცაა: “ვითამაშებ თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ფინალამდე 2 კვირაა დარჩენილი და მე ჩემი ექიმების იმედი მაქვს. მათ ჩემზე უკეთ იციან რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ დავიბრუნო ძველი ფიზიკური კონდიციები”.
რა მოხდა თქვენი ავადმყოფობისას?
“მე მივხვდი, რომ ყოველთვიურად უნდა ვიარო ჰოსპიტალში, მოვინახულო დაავადებული ბავშვები და დავეხმარო მათ ამ ავადმოყოფის დაძლევაში. პატარებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ. ეს ყველაფერი თავში მიტრიალებდა ავადმყოფობისას და ახლა ბედნიერი ვარ, რომ მათი დახმარება შემიძლია. როდესაც შევიტყვე სიმსიმნის შესახებ, მეორე დღესვე გავემართე “სიუდად ესპორივაზე”, ვესაბურე თანაგუნდელებს და გავანხმევე მატჩის წინ, ვუთხარი, რომ რთული მატჩი ელოდათ “ხეტაფეს” წინააღდეგ და არ ღირდა ჩემზე ნერვიულობა, რადგანაც ექიმები ყველაფერს გააკეთებდნენ ჩემს გადასარჩენად. მე ძალიან დამეხმარა გამოჯანმრთელებაში ის ფაქტი, რომ გუდნმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება მე მომიძღვნა”. განაცხადა აბიდალმა, რომელიც იღიმოდა და ამაყობდა საკუთარი გუნდით.
ფანების მხარდაჭერა
აბიდალს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას აღმოაჩნდა სიმსიმნე. მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ შეიტყო ამის შესახებ. “ხეტაფესთან” მატჩს ერიკი ინტერნეტით უყურებდა და გაოგნდა, როდესაც შეხვედრის 22–ე წუთზე ფანების მხარდაჭერა დაინახა: “მე ვიგრძენი, რომ ჩემს უკან ფანები იყვნენ, ხალხი, რომელიც ყოველ წუთს ტაშს მიკრავდა და ეს იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაცია, ძალა, რათა დავრუნებულიყავი და გამემართლებინა მათი იმედები”.
აბიდალი გახარებული იყო იმ გამამხნევებელი წერილებით, რომელიც მას მისდიოდა მეილზე, ტელეფონსა თუ “ტვიტერზე”: “მაინცდამაინც არ მიყვარს კომპიუტერი და არ ვარ სოციალური ქსელების დიდი მომხმარებელი, თუმცა მითხრეს რაც ხდებოდა “ტვიტერზე”, ამიტომაც მუდმივად თვალს ვადევნებდი მოვლენევს და დიდი მადლობა ფანებს. მათი თითოეული შეტყობინება იყო შესანიშნავი, უბრალოდ გასაოცარი”.
ერიკის მიზანია, რომ კარიერა “ბარსაში” დაასრულოს
აბიდალი პარასკევს სიტყვით წარსდგა კატალონიური პუბლიკის წინაშე და განუცხადა მათ, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს კატალონიურ ატმოსფეროში: “მე მსურს, რომ ვიყო იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც “ბარსელონა” ჰქვია. მსურს კარიერის ბოლომდე აქ ვიყო”.
ფრაგნს ძალიან უნდა კარიერის “ბარსაში” დასრულება, ხოლო ამ ეტაპზე კონტრაქტის გახანგრძლივება: “პრეზიდენტმაც და კლუბმაც იცის, რომ კონტრაქტი 1 წელიწადში მიმთავრდება. ძალიან მხნედ ვარ ამ კლუბში და თავს ბედნიერად ვგრძნობ. მზად ვარ ხელი მოვაწერო მრავალწლიან კონტრაქტს ამ კლუბთან, რა თქმა უნდა, თუ კლუბს სურს ეს”. დაასრულა ერიკ აბიდალმა.


