ს.კ. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ერთმანეთს შეადარა “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “რეალი”. იტყობინება ინტერნეტ–გამოცემა Goal.Com. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი სწორედ “წითელი ეშმაკების” წინააღმდეგ იასაპრეზებენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “უემბლიზე”.
“მანჩესტერ იუნაიტედი”–არაჩვეულებრივად ძლიერი გუნდი. უნდა ვთქვა, რომ ინგლისელთა გუნდი ძალიან ჰგავს “რეალ მადრიდს”. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “წითელი ეშმაკები” ძალიან რთულად გადასალახი ბარიერია, რადგანაც მიმდინარე სეზონში დიდ პრობლემებს უქმნიან მეტოქეებს და მათი მოგება ურთულესი ამოცანაა”. განაცხადა გვარდიოლამ.
“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ნებისმიერი შეცდომა გოლის ფასად გადვიჯდება. ისინი ძალიან სწრაფები არიან კონტრ–შეტევებზე. უნდა ვიპოვოთ ის გზა, რომლითაც უკეთესი იქნება მანჩესტერული კლუბის წინააღმდეგ ასპარეზი”. დაასრულა ხოსეპ გვარდიოლამ.



