workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესს კუბალას შედეგის გაუმჯობესებამდე მხოლოდ 4 გოლი აშორებს

ლუის სუარესს კუბალას შედეგის გაუმჯობესებამდე მხოლოდ 4 გოლი აშორებს

“ბარსელონას” ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი, შაბათს, “მალიორკასთან” მატჩისთვის ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში კიდევ 11 მატჩის ჩატარება შეუძლია, რათა პერსონალური სტატისტიკა გააუმჯობესოს. 

ამჟამად სუარესი “ბარსელონას” ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია (191 გოლი), მესამე ადგილს ლეგენდარული ლადისლაუ კუბალა იკავებს, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით 194 გოლი გაიტანა. 

როგორც ხედავთ, სუარესს მხოლოდ ოთხი გოლის გატანა სჭირდება, რათა კუბალას გაასწროს. ვიმედოვნოთ, რომ ეს ლა ლიგის უახლოეს მატჩებში მოხდება. 

კუბალა “ბარსელონას” რიგებში 1951-1961 წლებში ასპარეზობდა, ამ წლებში კი გუნდთან ერთად 14 ტიტული მოიგო. ოთხშაბათს კუბალას 93 წელი შეუსრულდებოდა, სამწუხაროდ იგი 2002 წელს გარდაიცვალა. 

სუარესის შემდეგი გამოწვევა სესარ როდრიგესი იქნება, რომელიც კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ (232 გოლი) “el Pelucas” კატალონიურ გუნდში 1942-1955 წლებში ასპარეზობდა. 

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, რამაც საფეხბურთო სამყაროს შეჩერება გამოიწვია, ლუის სუარესმა ტრავმა სრულიად მოიშუშა და დიდი ალბათობით “მალიორკასთან” სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილავთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 12 ივნ 2020, 00:26

    მარტივია ჯეკასთვის 4 გოლი რა ჩემი ფეხებია

  • El pistolero 9
    schedule 11 ივნ 2020, 20:34

    მომავალ სეზონში თუ იფრინა შეიძლება ბარსას მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და ეს უდიდესი მიღწევა იქნება ისედაც დიდებული სუასთვის.უბერე ლუის

  • Don_Andresito
    schedule 11 ივნ 2020, 14:17

    დავაი სუსო პირველ 2 თამაშშივე..

  • me da barca
    schedule 11 ივნ 2020, 13:51

    იმას რასაც კუბალამ 10 წელი მოანდომა, იგივეს გაკეთება პისტოლერომ 6 წელიწადში შეძლო.

  • katalomia
    schedule 11 ივნ 2020, 13:48

    ციტატა: GUGU MSN
    ჯეკა შენ შეძლებ ამას და გახდები კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გააჩნია რამდენ სეზონს გაატარებ ბარსაში და როგორ ფორმაში იქნები ყველაზე მეტად ის გაასწორებდა შენ მესსი და ნეიმარი რომ ყოფილიყავით სამეულში ლეგენდალურ ტრიოდ ჩაიწერებოდა ბარსას ისტორიაში სამი სამხრეთ ამერიკელი სხვადასხვა ეროვნების <3 <3 <3

    Istoriaa ukvec es trio. Iseti ramis naxvas, rac amatma chven, chvenv taobas anaxa vin icis kide ramdeni taoba ver shedzlebs?!

  • Iniesta_8
    schedule 11 ივნ 2020, 13:46

    მეორეზე გადავა კარიერის ბოლომდე თუ აქ დარჩება. 42 გოლი ორი სეზონის ამბავია