ორგანიზაცია CIES Football Observatory მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების რეიტინგს აქვეყნებს.
აღნიშნულ სიაში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მოთამაშეები მოხვდნენ, მათი სატრანსფერო ფასი კი CIES-ის მეთოდიკითაა გათვლილი. ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ “პარის სენ-ჟერმენის” ფორვარდი – კილიან მბაპე დასახელდა (259,2 მლნ), მეკარეებს შორის ყველაზე ძვირი “სიტის” ბრაზილიელი მეკარე, ედერსონი ღირს (86,8 მლნ), მცველებს შორის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (171,1 მლნ), შემტევებს შორის კი მბაპე და რაჰიმ სტერლინგი (194,7 მლნ).
“ბარსელონას” არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი, რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს (100,1 მლნ), ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კი 70-ე ადგილზე იმყოფება (62,8 მლნ).
გთავაზობთ ტოპ-10 მოთამაშეს:
- კილიან მბაპე (“პარის სენ-ჟერმენი”) – 259,2 მლნ
- რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”) – 194,7
- ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია”) – 179,1
- ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი – 171,1
- მარკუს რაშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 152,3
- მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 144,9
- სადიო მანე (“ლივერპული”) – 139,2
- ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”) – 136,4
- ალფონსო დევისი (“ბაიერნი”) – 133,5
- ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 118,7
აშკარად გაწელილი ფასებია,ასეთი უაზრობის შედგენაში დროს როგორ კარგავენ?
მანე,სალაჰი,გრიზმანი…
28-29 წლის ასაკში არიან, მომატების პერსპექტივა არაა
უმაღლესი დონეზე მაქსიმუმ 5-6 წელი გაქაჩონ
გასაგებია მბაპე, სანჩო 20-22 წლისანი არიან და 12-15 სეზომი აქვთ დიდ ფეხბურთში მინიმუმ, სავარაუდოდ, 6+5 წლიანი კონტაქტისათვის უფრო გადაიხდიან, ვიდრე 3+1 წლიანისათვის
Am pirobebshi arceri.argirs amdeni maqsimumu 150 milionia
ძაან უაზრო ფასებია… არნოლდის ამხელა ფასი ხო აიი არ ვიცი. არც რაშფორდი, არც გრიზმანი…არც მანე და სალაჰი ამდენი არ ღირს. ბამპე და სანჩო გასაგებია. ბამპე უკვე შემდგარი ტიპია და რომც არ გაამართლოს ახლანდელი მისი სახელი მაინც ღირს ამდენი … სანჩო შეიძლება გადამეტებულია თუმცა ჯერ არ ჩაუგდია..იზრდება და იზრდება… აიი სალაჰი და მანე და ესეთები ვიცით რაც არიან.. მაგათგან განვითარებას არ ველოდები მე პირადად და ახლანდელობით ეს ფასები გადამეტებულია.
იმედია რამე სასწაული მოხდება და ეგ ტიპი რეალში არ გადავა :X