workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი, შესაძლოა, ლაუტარო მარტინესისათვის პრობლემა აღმოჩნდეს – რივალდო

ლუის სუარესი, შესაძლოა, ლაუტარო მარტინესისათვის პრობლემა აღმოჩნდეს – რივალდო

“ბარსელონას” ლეგენდა, რივალდო ფერეირა ლაუტარო მარტინესის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობს.

“როგორც ჩანს, “ბარსა” ლაუტაროს შეძენას ცდილობს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და, შესაძლოა, კლუბს კარგად მოერგოს, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ არგენტინელი ძალიან ახალგაზრდაა.

ლუის სუარესი, რომელიც გრძელვადიანი პროექტისათვის მოიყვანეს, ახალგაზრდა აღარაა, თუმცა, ალბათ, უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, 2-3 წელი კიდევ დარჩა. 100-მილიონიანი ტრანსფერი ნიშნავს, რომ ახალწვეული მოთამაშე ძირითადი შემადგენლობისთვის გსურს, მაგრამ “ელ პისტოლერო” ჯერ კიდევ პირველი არჩევანია, რაც, შესაძლოა, მარტინესისთვის პრობლემა აღმოჩნდეს.

თუ “ბლაუგრანა” ურუგვაელის შემცვლელზე აქედანვე ფიქრობს, მაშინ ლაუტარო შესანიშნავი შენაძენი იქნება, მაგრამ “ინტერი” მასში დიდ თანხას ითხოვს და კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, კატალონიელებმა უნდა შეაფასონ, აქვთ თუ არა საკმარისი თანხა ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად”, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს BetFair.

ლაუტარო მარტინესი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

ოლოს გავრცელებული ჭორების თანახმად, “ბარსელონამ” “ნერაძურის” ჟუნიორ ფირპო (მათ მიერ 41 მილიონ ევროდ შეფასებული) და 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიელები “ელ ტოროს” გამოსასყიდი თანხის (111 მილიონი ევრო) გადახდას ითხოვენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2020, 09:23
    #3

    ითხოვენ და ითხოვონ, არ იყიდონ. თუ ამ ბიჭს ბარსა უნდა ერთ წელს კიდევ მოითმენს და როცა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს იტყვის ინტერი აქეთ შეგვეხვეწება, რით ვერ გაიგო ამ ხელმძღვანელობამ. მითუმეტეს რივალდოც ამბობს რო სუარესი ჯერ-ჯერობით 2-3 წელი გაქაჩავს. ნუ ერთს ხო გაქაჩავს. მოიყვანონ ნეიმარი და სურესიც და მესიც უფრო მოუმატებენ.

  • 10.7.8
    schedule 06 ივნ 2020, 20:15
    #2

    რა უნდა თქვა სუარესი ამ ყ.. სკამიდან არ წამოაყენებს. თუ მწვრთნელმა არ ამოიჩემა

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივნ 2020, 19:59
    #1

    სუარესამდე გრიზმანის ბარიერია ასე რომ ისევ ამისთვის ჯობია იქ დარჩეს სადაცაა