ედენ აზარი ლეო მესის დონეზეა – უგო გატი

ედენ აზარი ლეო მესის დონეზეა – უგო გატი

არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო გატი El Chiringuito-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის “რეალის” ვარსკვლავს ადარებს.

“ედენ აზარი ლიონელ მესის დონეზეა, ამას მალე დრო გვიჩვენებს. ორივეს უდიდესი ტალანტი აქვს, თუმცა როდესაც ბელგიელი ფორმაშია, არგენტინელს არაფრით ჩამორჩება”, – აცხადებს უგო.

გატიმ “ბლაუგრანს” კაპიტანი არაერთხელ დააკნინა. მათ შორის, ერთხელ დააბრალა, რომ “ლა პულგა” გუნდისათვის საზიანო საქმეს აკეთებს: “ლეო გუნდელებს განვითარებაში ხელს უშლის, რადგან ყველა ბურთს მას აძლევს. ისინი მოედანზე ბოლომდე აღარ იხარჯებიან. გუნდი მასზე თამაშის აწყობას მიეჯაჭვა”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • Albicelecte
    06 ივნ 2020, 14:04

    ბოლომდე არ იხარჯებიანო…
    ირბინონ და დაიხარჯონ მერე, ვინმე უშლით?!

    მაგიტო უნდა ლაუტაროს მოყვანა, რომ იცის, ბოლომდე დაიხარჯება და იბრძოლებს, აქაც და ნაკრებშიც
    დავაი ტალიაფილკო ფლანგზე ალბას კონკურენტად
    ლაუტარიო წინ
    კიდევ მოვძებნიდი 2-3 კარგ არგენტინელ ბიჭს და მოვიყვანდი

    გატი… დიდი არაფერი მეკარე იყო, სათადარიგო სკამს ხეხდა ნაკრებში

  • ferreira10
    06 ივნ 2020, 11:53

    რაარი ამნაირი რითი კაიფობს ეს ხალხი მაცოდონა.

    ისე ის დასირებული რონსერო რას ამბობს საინტერესოა

  • Don_Andresito
    06 ივნ 2020, 10:59

    და ეს რო ექიმს გაასინჯო ჯანმრთელიაო იტყვის

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    06 ივნ 2020, 09:38

    მარადონა ჩასახლდა ამის სულში და ის ანთხევს ბოღმას.

  • me da barca
    06 ივნ 2020, 01:31

    „მესი შორს არის საუკეთესო ფეხბურთელების დონისგან. ჩემთვის ის უმაღლეს ეშელონშიც კი ვერ ხვდება. მათგან, ვინც მინახავს, საუკეთესოა პელე, შემდეგ მოდის ალფრედო დი სტეფანო, რონალდინიოც კი თავის საუკეთესო ფორმაში, აღემატებოდა მესის".

    არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო გატი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის დიდი კრიტიკოსია და კლასიკოში მისი თამაში, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასა.
    ლეო ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება. "ბარსელონამ" საზიზღრად ითამაშა", – განაცხადა გატიმ.
    ნუ ეს ჩვეულებრივი მესის მოძულე ყოფილა და მარადონას მადიდებელი.

  • me da barca
    06 ივნ 2020, 00:37

    ადამიანის მიმართ ზიზღი რას არ გათქმევინებს. უგო ბატი, მაგას არ იტყოდი მართლა ბატის ტვინი, რომ არ გქონდეს.

  • ana anukii
    05 ივნ 2020, 23:26

    ცუდად ვარ 😂 კასტილებიანი მესიც კი მასზე უკეთესი იქნება ვის ადარებენ😂😂 რაც რეალში მივიდა სულ დამტვრეულია რა გააკეთა მესის დონემდე რომ აჰყავთ… მარა მაგაზე მეტი რაუნდა ქნას რეალის ფეხბურთელია🤣🤣🤣

  • M10 S9 D11
    05 ივნ 2020, 22:50

    მარადონას მორიგი მსუნავი

  • Iniesta_8
    05 ივნ 2020, 22:20

    ჩვეულებრივი მარადონას დროში ჩარჩენილი გამოღლევებული არგენტინელი, რომელმაც 2014 წლის მარხცი დღემდე ვერ მოინელა. მესის რომ აზარს შეადარებ უკვე კვერცხი ხარ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ

  • Tsitsi
    05 ივნ 2020, 22:10

    ეტყობა, მარადონას ფანია 😂

  • Andres_Iniesta
    05 ივნ 2020, 22:00

    მეორე პუნქტი მართალი, მარა ეგ რა ლეოს ბრალია

    და მესის და რონალდუს ჯე რნეიმარი ჩამორჩება 1 ნაბიჯით და აზარი ნეიმარს ჩამორჩება ბლომად