“ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურ მელომ, რომელსაც კლუბში დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, Aboutarthur.com-თან რამდენიმე კითხვას უპასუხა.
– ყველაზე რთული მეთოქე
– ლიონელ მესი საუკეთესო მეტოქეა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია.
– FIFA თუ PES?
– Counter-Stike
– ყველაზე მნიშვნელოვანი დერბი მსოფლიოში?
– “ელ კლასიკო”, არგენტინა-ბრაზილია და “გრემიო” – “ინტერნასიონალი”
– მოთამაშე, რომელიც შთაგაგონებს
– ანდრეს ინიესტა
– ბუცების საყვარელი ფერი?
– შავი
– შენ მიერ გატანილი დაუვიწყარი გოლი?
– პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში გატანილი პირველი გოლი არასდროს დამავიწყდება. მაშინ “გრემიოში” ვთამაშობდი და “ფლუმინენსეს” გავუტანე.
– საყვარელი კერძი?
– ბიფშტექსი




ინიესტასთან ერთად 1-2 წელი მაინც გაეტარებინა. ბევრად მეტი ეცოდინებოდა ეხლა ფეხბურთზე