“კამპ ნოუზე” დაფიქსირებული 10 საინტერესო ფაქტი

“კამპ ნოუზე” დაფიქსირებული 10 საინტერესო ფაქტი

7 მარტის შემდეგ პირველად, “კამპ ნოუ” ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს 16 ივნისს უმასპინძლებს. Mundo Deportivo გვთავაზობს იმ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც “ბარსელონას” საშიანო არენაზე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში დაფიქსირდა.

  • ყველაზე დიდი გამარჯვება – “ბარსელონა” 9-0 “რაიო ვალიეკანო”, 1979 წლის იანვარი
  • 3 ფეხბურთელი, რომელმაც “კამპ ნოუზე” 21-ე საუკუნეში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა – მესი (256), სუარესი (77) და ეტო’ო (60)
  • ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” ჰეთ-თრიქი შეუსრულა – დიეგო ფორლანი, 2005 წლის მაისი
  • მეკარე, რომელსაც ლიონელ მესიმ “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტჯერ გაუტანა – ანდრეს ფერნანდესი (15)
  • 2005/06 სეზონიდან მოყოლებული, გუნდი, რომელსაც “კამპ ნოუზე” ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა – “რაიო ვალიეკანო”, 55.4%, 2015 წლის ოქტომბერი
  • პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც “კამპ ნოუზე” პოკერი შეასრულა – სამუელ ეტო’ო “რეალ ვალიადოლიდის” წინააღმდეგ, 2008 წლის ნოემბერი
  • გუნდი, რომელიც “ბარსელონამ” 21-ე საუკუნეში “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტჯერ დაამარცხა – “რეალ სოსიედადი” (17)
  • 2003-04 სეზონიდან მოყოლებული, მეკარე, რომელმაც “კამპ ნოუზე”, ერთ მატჩში, ყველაზე მეტი სეივი განახორციელა – ფრანსესკ არნაუ (17), 2005 წლის ოქტომბერი
  • ფეხბურთელი, რომელმაც “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა ისე, რომ ყველა მატჩი მოიგო – ჟუნიორ ფირპო (8; 7 “ბარსელონასთან” ერთად, 1 “ბეტისთან”)
  • ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქის რანგში “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტი მატჩი მოიგო – არიელ იბასაგა და ჟოან კაპდევილა (4)
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 02 ივნ 2020, 22:36

    შეიძლება ეტოო იყო პირველი, რომელმაც პოკერი შეასრულა კამპ ნოუზე, მაგრამ არა ერთი პოკერი შეასრულა მესიმ კამპ ნოუზე.

  • BarcelonaFanTV
    schedule 02 ივნ 2020, 16:04

    ფირპო 😂😂