“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, პოლ სქოულზი “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალზე” საუბრობს.
“ნამდვილად, უიღბლონი ვიყავით, რადგან შეგვეძლო 4, 5 ან 6 ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. პეპ გვარდიოლას “ბარსა” საუკეთესო გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მათ ნახევარდაცვაში ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი და მესი ჰყავდათ, მარცხენა ფლანგიდან ტიერი ანრი უტევდა, დაცვის ცენტრს კი – კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე ამაგრებდნენ – ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
თუ ცოტათი უკან დავრუნდებით, ასევე შეგვიძლია, “რეალის” წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებები გავიხსენოთ. ჩვენ 2002-03 წლების სეზონის მეოთხედფინალში, პირველ მატჩში 1-3 დავმარცხდით. ეს გუნდი “ბარსელონასთან” მიახლოებული იყო. მაშინ “ბლანკოსს” ბრაზილიელი რონალდო, ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, ფერნანდო რედონდო, რაული, რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო და იკერ კასილიასი ჰყავდა. ეს გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, – ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, “მანკუნიანელებმა” “ლურჯ-ბრიწეულისფერებთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2-ჯერ, 2009 (0-2) და 2011 წლებში (1-3), წააგეს.
საერთო ჯამში, პოლ სქოულზმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 718 მატჩში 155 გოლი მიითვალა; პრემიერ ლიგაში ინგლისელმა 499 შეხვედრაში თავი 107 ბურთითა და 54 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 124 დაპირისპირებაში 24 გოლი და 9 შედეგანი პასით. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატი – 11-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი 2-2-ჯერ, ინგლისის სუპერ თასი – 7-ჯერ, ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი 3-3-ჯერ მოიგო. 45 წლის ლეგენდა “წითელი ეშმაკების” რიგებში 1993-2011 და 2012-2013 წლებში ასპარეზობდა.
საინტერესოა თუ ლიგა 2-ჯერ მოიგო, მაშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ როგორ მოიგო?
მე მგონი შეცდომაა.
:D:D 😀 😀
რეალის და რამოსის ბედი რო არ მოესწრო. რამოსს მარტო წითელი არ ეყოფოდა მაგ ცხოველს.
გვარდის ბარსა იდეალური გუნდი იყო, მასეთი გუნდები მხოლოდ ერთხელ იქმნება. არსენალი-ბარსა 2-2 ვისაც ახსოვს,2010 წელს, პირველ ტაიმში ბარსამ უბრალოდ ბურთი არ დაანახა ლონდონელებს და მეორე დღეს მთელი მსოფლიო პრესა მაგ მატჩზე ლაპარაკობდა. გვარდის ჰკითხეს,კატალონიაშიც იგივე დონეზე ითამაშებთ განმეორებითსო და ამან უპასუხა ვერა,რადგან ასეთი ტაიმები, ჩ/ლ – ის პლეიოფში,არსენალის დონის გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ შეგიძლია ჩაატაროო. მართლაც მასეა, ბარსა-ბაიერნი 4-0 პირველი ტაიმის შემდეგ,რეალი-ბარსა 2-6, იმავე წელს ფინალი მანჩესტერთან,რომლის წინააღმდეგაც ალვეში-აბიდალის გარეშე გავიდა, დაცვაში ტურე ეყენა და მანჩესტერის სკამის მხეხავი პიკე, ცენტრში ახალგაზრდა, გამოუცდელი ბუსკეცი და მარცხნივ 37 წლის სილვინიო,მაგრამ მაინც ათრია ფერგი,ბარსა არსენალი 4-1(მესის შოუ), ბარსა-რეალი 5-0 და ბარსა-მანჩესტერი 3-1 ისეთი ტოპ მატჩებია,რომელიც ყველა თაობას ეცოდინება,როგორც ხელოვნების ნიმუში,რომელიც გვარდის ბარსამ აჩუქა ფეხბურთის ფანებს!
ტიპს ეპილეფსია ქონდა და ისე თამაშობდა ფეხბურთს 38 წლამდე.უმაგრესი ნახევარმცველი იყო და ვთვლი დღევანდელ დროში საკმაოდ დაუფასებელიც.
რატო კაცო მკვდარია?
:D:D 😀 😀
ესეთი გუნდი აღარ განმეორდება აღარასდროს
ის რეალიც მაგარი იყო, მაგრად ვკაიფობდი იმ რეალის თამაშებით. კარგი ფეხბურთისგან სიამოვნება უნდა მიიღო კი არ უნდა გაბოროტდე. თორე რამდენი მადრიდისტა გაჭაღარავდა და გადასკდა ბოღმით პეპის წლებში სათვალავი ამერია. პროსტა ის რეალი, მანჩესტერი რო გააგდო 2 სასწაულ თამაშში, მერე იუვემ ათრია. რა დამავიწყებს ედგარ დავიდსს რომელსაც ზურგზე ზიდანი+ფიგუ ყავდა მოკიდებული და აქეთ იქით დაათრევდა. ზიდანის ფინტად შერაცხული (ტყუილად) ფინტი გაუკეთა ისე რო ნახევარი მადრიდი გაიარა. პაველ ნედვედმა კი უკადრებელი აკადრა სრულიად რეალს. პეპის ბარსა გაცილებით უკეტესი იყო იმ რეალზე პროსტა სანახაობრივი კუთხით ისინიც დიდ შოუებს დებდნენ, გუნდურობა არ ქონდათ თორე ცალკ ცალკე ყველა მაგარი ყავდათ, ნუ ერთი ორის გარდა.
🤔 😁 სულ ასე ვწერდი?
რამდენი მწერალი აღარ მინახია ამ საიტზე და ეს ცოტა გასხვავებული სტილია ოდნავ ნაცნობი და თან საუკეთესოც🤔😄
🤔 😁 სულ ასე ვწერდი?
სტატიების წერის სტილი მეცნო და ნეტა საიდან🤔🤔🤔😄