ხარი (El Toro) – ასე ეძახიან ლაუტარო მარტინესს, მისი ფიზიკური მონაცემების და მებრძოლი ხასიათის გამო. ლაუტარო ისევეა მეტოქის კარზე დაგეშილი, როგორც ხარი, წითელ ნაჭერზე – წერს Mundo Deportivo.
“ბარსამ” რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა ლაუტაროს გაფორმება და შეძლებს თუ ვერა ამას, სულ მცირე ხანში შევიტყობთ, გადაწყვეტილება კი მისი სათამაშო სტილის და მესის გამო მიიღეს. ყველა აღნიშნავს, რომ ლაუტარო ძალიან ჰგავს ლუის სუარესს, კლასიკური ცხრა ნომერია და ეროვნულ ნაკრებში, იდეალურად უგებს თავის კაპიტანს. თითქოს აგუეროსაც წააგავს სათამაშო სტილით, მაგრამ მაინც დიდი სხვაობაა, აგუეროს იმ სივრცის ათვისება უყვარს, სადაც მესი მოქმედებს, ლაუტარო კი ძირითადად საჯარიმოში ტრიალებს.
კარგი შთაბეჭდილება დატოვა “ბარსელონასთან” დაპირისპირებაში, “კამპ ნოუზე”, სადაც გოლიც გაიტანა და კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა. სერია ა-ში 11 გოლი აქვს გატანილი, 8 მარჯვენა ფეხით და სამი თავით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიმაღლით არ გამოირჩევა, (1.74) თავით საკმაოდ კარგად თამაშობს.
ამაზე იოჰან კრუიფიც გაგვახსენდება, რომელიც მუდმივად ამბობდა, რომ თავით თამაშის დროს, უმთავრესი სწორი პოზიციის შერჩევაა და არა სიმაღლე, ან ნახტომი.
ისტორიას შემორჩა მისი სანაძლეო, მარკო ვან ბასტენთან, რომელიც თავით ძალიან კარგად თამაშობდა, 1.88 იყო სიმაღლეში და არც ნახტომი დაეწუნებოდა. კრუიფმა უთხრა, რომ მცველის როლს მოირგებდა და 10-დან 5-ს არ გაატანინებდა, ოღონდ სტატიკურ მდგომარეობაში უნდა ებროლათ ბურთისთვის, მხოლოდ ორი ნაბიჯის რადიუსზე. მარკომ თქვა, რომ მინიმუმ 7-ს გაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ კრუიფზე ბევრად მაღალი იყო, უფრო კარგი ნახტომიც ჰქონდა, გაცილებით ახალგაზრდაც იყო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა (არა მხოლოდ, თავით თამაშის გამო), 10-დან მხოლოდ 3-ის გატანა შეძლო. ასე დაარწმუნა კრუიფმა, ახალგაზრდა მარკო ვან ბასტენი, რომ მთავარი მოძრაობა და ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრაა. მერე კი დააყოლა, ამ კომპონენტში საუკეთესო, უგო სანჩესიაო (1.75), სულ რაღაც ერთი სანტიმეტრით მაღალი, ლაუტარო მარტინესზე. სათამაშო სტილითაც მაგრად ჰგავდა და თუ მის დონეზე ითამაშა, “ბარსას” გოლების პრობლემა არასდროს ექნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, სუარესთან კონკურენცია მოუწევს. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები სადაც ორივე ერთად იქნება მოედანზე, მაგრამ ძირითადად მაინც, კონკურენტებად განიხილებიან და დღესდღეობით, ლუის სუარესი, მასზე უკეთესია. როგორც მინიმუმ, ერთი სეზონის განმავლობაში, ლაუტაროს მოუწევს სუარესისგან სწავლა და იმის დამტკიცება, რომ მის დონეზე თამაში შეუძლია. ეს ერთგვარი რისკია, “ბარსას” მხრიდან, მაგრამ მათ სწორედ ლაუტაროს ხასიათის ეიმედებათ, რომელიც ბრძოლისუნარიანობით და ძლიერი მენტალობით გამოირჩევა, ამ კონკურენციაში კი, ყველანაირად გაიზრდება.
მოგებულ ორთაბრძოლებში, მხოლოდ ედინ ჯეკოს ჩამორჩება (სიმაღლე – 1.93), ჯეკოს სარეკორდო, 251 ორთაბრძოლა, ანუ ე.წ. “პირველი ბურთი” აქვს მოგებული.
- ლაუტარო მარტინესს, 107 მოგებული ორთაბრძოლა აქვს.
- კრიშტიანუ რონალდუ – 103.
- იმობილე – 94.
- ლუკაკუ – 87.
- იგუაინი – 76.
- დიბალა – 70.
ლაუტაროს წინააღმდეგ, თამაშის წესები 50-ჯერ დაარღვიეს, რაც ასევე ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელია და აღნიშნავს, რომ მისი შეჩერება, თამაშის წესების დარღვევის გარეშე, ძალიან რთულია.
“იუვენტუსის” ფორვარდებს და თავის მეწყვილეს, რომელუ ლუკაკუს, დაფარულ კილომეტრებშიც აღემატება, ლაუტარო საშუალოდ 9.69 კილომეტრს ფარავს, მიუხევადა იმისა, რომ ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს და წესით და რიგით, დიდი არეალი არ უნდა ჰქონდეს გადაადგილებისთვის, მაგრამ ყველა თამაშში აჩვენებს, რომ ძალიან მოძრავი ფორვარდია და მცველებს საშინლად უჭირთ, მასთან გამკლავება.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ლაუტარო მარტინესის მოქმედება, ბურთით თუ უბურთოდ, საშინელ წნეხში აქცევს მცველებს და თუ მან, ლუის სუარესის, ან გრიზმანის სათამაშო სტილთან ადაპტირება შეძლო, მეტოქე გუნდის მცველებს, კარგი არაფერი ელით.
Cxrianebze tu midga saq me p irveli Nazario a da mere sua levana da etoo
სუარესს არა მგონი, აჯობოს მთლიანად კარიერაში(ანუ იმდენი გაიტანოს რაც სუარესს გააქვს). ნახეთ რას უშვება დავიდ ლუისს, პსჟ-თან თამაშში პარიზში. ორი გოლი გაიტანა და ორივეჯერ ლუისს გაუტარა ფეხებშუა. თვითონ ხშირად უთქვავს თავის თავზე რო მესისთან და ნეიმართან დრიბლინგით ახლოსაც ვერ მივა და თავმდაბლად ამბობს, რო კარში დარტყმა უყვარს და დამეთანხმეთ ამ დარტყმებისთვის კარგადაც იხსნება და ულამაზესადაც იტანს. რამდენი მარტო ზიდანის "ლიგების საუკეთესო" გოლის დარტყმა შეუჩერებლად აქვს გაკეთებული, ან ქუსლით გატანილი თუ გახსოვთ, მოკლედ დარტყმაში ბადალი არა ყავს. და თუ ხარებზე წავა არა მგონია ლაუტარომ ამას რქებით მიწოლაზე აჯობოს ფიზიკურად.
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას!!!
კრაუჩის აღწერას უფრო გავს :დდ საიდან მოიტანე რო ლაუტაროს არც ტექნიკა აქვს და არც სისწრაფე? :დ ფორვარდისთვის ორივე მისაღები აქვს, დრიბლინგს რაც შეეხება ცენტფორვარდს ნაკლებად მოეთხოვება, ლევანდოვსკი დრიბლინგებს აკეთებს? :დ სუარესს რამდენიმე გოლი აქვს გატანილი მარა დრიბლინგებით არც სუარესი გამოირჩევა, ტექნიკაც სისწრაფეც გოლის ალღოც და ყველა მონაცები აქვს ლაუტაროს მაგრამ არა უმაღლეს დონეზე და უმაღლეს დონეზხე არც 22 წლის სუარესი იყო ახლაც ბევრი ტექნიკური წუნი აქ სუარესს, პასის დროს ბურთის მიღების დროს ძაან ბევრჯერ ცდება უბრალოდ იმდენად პროდუქტიულია რო მაგ წუნებს ფარავს მაგრამ წინა 2 წელი რო მხოლოდ 2 გოლი ქონდა ლიგაზე გატანილი მაგგას არ აქ გამართლება
იქედან მოვიტანე რომ ამ სეზონში 25 თამაში ნაქვს მინიმუმ მაგის ნაყურები. არაა ეს კაცი სუფთა ცენტრფორვარდი და არც კრაინი. გამოსადეგია 2 ფორვარდიან ტაქტიკაში მეორე ფორვარდად. გრანადასთან შეიძლება იფრინოს მაგრამ დიდი გუნდებთან გააქრობენ მარტივად. სუარესის მთელმა კარიერამ გაიარა ჩემ თვალწინ და ამ უტვინოს როგორ ადარებ მაგას? აბა ნახე ბოლო 2 თამაში ლაციოსთან და იუვესთან სად იყო ლაუტარო? შემთხვევით ვინმეს ჯიბეში ხომ არ ყოფილა? ისე გოლებსაც გადახედე რანაირი გოლები აქვს გატანილი და მერე სუას გოლებს შეადარე
ხარი არა კამეჩი
შენ დვალიშვილს აღწერ თუ ლაუტაროს :დ
მოდი ჩაუჯექი ინტერის თამაშებს სერია აში და ნახავ ვინაა რეალურად ლაუტარო. 😂😂 სუარესი ნახევარ გუნდს ატყუებდა და ისე გაქონდა გოლები ამის გოლების უმეტესობა ლუკაკუს ფიზიკური მონაცემების ხარჯზე გადის. თან ეს თამააობს ინტერში იმ პოზიციაზე სადაც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. 2 ფორვარდი ერთი მძიმე ლუჯაკუ და მეორე ეს. გადაცემების 98 პროცენტი კეთდება ამ ორ კაცზე. მთელი თამაშია განმავლობაში ეგრეა. ახკა შენ წარმოიდგინე ბარსას ტიკი ტაკაში რა უნდა ქნას ამან??? თუ სუარესივით ტექნიკურია წამის მეასედებში მოახერხოს ბურთის დამუშავება და პასის გაკეთება.? იბრა ვერ მოერგი ბარსას და ამისოდენი ტექნიკა იბრას ძილში აქვს
ჯერჯერობით ვერ შეედრება სუარესს, რაზეა საუბარი?!
მაგრამ ლუისმაც ნელ-ნელა აკრიფა, აიაქსიდან, თავიდანვე ასეთი მხეცი არ ყოფილა.
ყველაფერში გეთანმხები სტატიაში მარა სუა აიაქსშიც ტოპ ლეველზე იყო სასწაული წლები გაატარა ლაუტაროს მირჩევნია ის სუა.
ლაუტარო მოსაყვანია მარა უფრო შემდეგ წელს ეგრე ვფიქრობ) ისე ვერნერს მირჩევნია ჰალანდს არა)
სუარესი ამ ეპოქის ნომერ პირველი ცხრიანია.
ეგეთი ფეხბურთელები ციდან არ ცვივა : )
ლაუტარომ თუ თავის ეპოქაში ივარგა, ეგეც საკმარისი იქნება.
ხარები და ძროხები გამოადგება სეტიენს ფერმაში, მარა ბარსაში ფეხბურთელები გვჭირდება, თან უმაღლესი დონის
შენ დვალიშვილს აღწერ თუ ლაუტაროს :დ
😁😁
ჯერჯერობით ვერ შეედრება სუარესს, რაზეა საუბარი?!
მაგრამ ლუისმაც ნელ-ნელა აკრიფა, აიაქსიდან, თავიდანვე ასეთი მხეცი არ ყოფილა.
სტატისტიკა სტატისტიკისთვის 😂😂 ვაფშე არაფრით არ გავს სუარესს ეს ხეფეხა. ყველა მაღალი დონის მცველი ჩაიდებს ჯიბეში. არც გასაოცარი ტექნიკა აქვს არც სისწრაფე და არც დრიბლინგი. აი იწყება სერი ა და ჩაუჯექით მაგის თამაშებს.
ეს კაი საჭიროა .. მარა მარცხენა ფლანგზე რას ვშვებით ?
ლაუტარო მარტინესს, 107 მოგებული ორთაბრძოლა აქვს.
ეს სერია ა -ში უმაგრესი შედეგია
თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯეკოსგან განსხვავებით, ყველა ბურთი ლაუტაროზე არ მიდის, ძირითადად მაინც ლუკაკუს ტვირთავენ პირველ ბურთზე და ლაუტაროს ბევრად მაგარი შედეგი აქვს.
მაგარი სტატისტიკა აქვს
ლაუტარო მარტინესს, 107 მოგებული ორთაბრძოლა აქვს.
ეს სერია ა -ში უმაგრესი შედეგია
დროზეა მოსაყვანი რო სუასგანაც ისწავლოს ბევრი რამე სანამ ჩვენთანაა ბებერი ჯეკა