ჟან-კლერ ტოდიბომ, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაშია და იჯარით გელზენკირხენის “შალკეში” თამაშობს, ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა.
“შალკემ” აუტსაიდერ “ვერდერს” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. 32-ე წუთზე გატანილი მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ტოდიბოს მიერ ბურთის დაკარგვას მოჰყვა. თანაც, ამ დროს მას ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მწვრთნელმა შესვენებაზე მისი შეცვლა გადაწყვიტა.
შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთმა “ბარსელონელმა”, ხუან მირანდამაც მიიღო. ესპანელი 2020 წელს ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და წაგების მიუხედავად, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
“შალკე”, რომელმაც უკვე ზედიზედ 4 მატჩი წააგო, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.
ტოდიბო დააბრუნეთ !!
ტოდიბოს საერთოდ რა აქვს კარიერში გაკეთებული ასეთი იმედი რომ გაქვთ ამის? შალკეს დონესაც ვერ აკმაყოფილებს და ბარსაში რა უნდა ქნას? 20 წლისაა უკვე დღესდღეობით 20 წლის ფეხბურთელს ეგრევე ეტყობა რისი მაქნისია.
მთლიანად შალკეს აქვს ჩაქაქებული მარტო ტოდიბომ რა უნდა ქნას დაცვაში
თქვებ დააბრუნეთ ძაან კარგი ბიჭია ზოგადად შალკე ვერ თამაშობს და მარტო ტოდიბოს ბრალი არაა