რობერტ ლევანდოვსკი “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში დაწინაურდა

რობერტ ლევანდოვსკი “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში დაწინაურდა

გუშინ, მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში დიუსელდორფის “ფორტუნას” უმასპინძლა და მეტოქე 5-0 გაანადგურა. შეხვედრაში ორი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო და “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში დაწინაურდა.

პოლონელს ბუნდესლიგაში 2019-20 წლების სეზონში 29 გოლი (58 ქულა) დაუგროვდა. მეორე ადგილს 27 გოლით (54 ქულა) “ლაციოს” შემტევი, ჩირო იმობილე, იკავებს. 

ლეო მესი, რომელმაც “ოქროს ბუცის” დასაკუთრება უკანასკნელ სამ სეზონში შეძლო, სიაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მან ლა ლიგის 27 ტურში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო (38 ქულა). 

31 მაისის მონაცემებით, “ოქროს ბუცის” მაძიებელთა სია ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი გუნდი გოლი ქულა დარჩენილი მატჩი
რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 29 58 5
ჩირო იმობილე ლაციო 27 54 12
ტიმო ვერნერი ლაიფციგი 24 48 6
ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდი/ზალცბურგი 26 (10/16) 44 6
კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსი 21 42 12
ლიონელ მესი ბარსელონა 19 38 11

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    31 მაი 2020, 16:19

    წელს ლევანასია ოქროს ბუცი, მესის ეყოფა იმდენი აქვს ვერავინ დაეწევა ათწლეულები თუ ისევ მესის ნაირი არ მოევლინა საფეხბურთო სამყაროს. ლევანდოვსკის ბომბარდირობა დასაფასებელია 4 თამაშით ნაკლებს თამაშობს ყოველ წელს

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    31 მაი 2020, 13:43

    მეფე იყოს ფორმაში და ისე "დააქამბექებს" 10 გოლს,რომ ლევანდოვსკი ვერც მიხვდება.

  • M10 S9 D11
    31 მაი 2020, 12:30

    ეგ არაფერი დაიწყებს მეფეც თამაშს და გადაასწრებს