ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები, რომ “ბარსელონამ” უსმან დემბელე ტრანსფერზე დააყენა. ახლა კი Mundo Deportivo იუწყება, რომ ფრანგი შემტევი “ლივერპულის” რადარზე გამოჩნდა. “ენფილდის” ბინარდებს 23 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება 2017 წელსაც სურდათ, თუმცა საბოლოოდ, დემბელემ “ბლაუგრანაში” ნეიმარ ჟუნიორი “ჩაანაცვლა”.
წყაროს ცნობით, “წითლები” უსმანს ტიმო ვერნერის უმთავრეს ალტერნატივად მიიჩნევენ. ცნობილია, რომ “ლაიპციგი” გერმანელის სატრანსფერო ღირებულების (55 მილიონი) შემცირებას 15 ივნისამდე არ აპირებს. თავად ტიმოს კლუბის დატოვება არ სურს, შესაბამისად, “ლივერპულს” ხელში მხოლოდ უსმანის კანდიდატურა რჩება.
დემბელესთან მიმართებით “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თავკაცს, კიკე სეტიენს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და ფრანგის გაშვებას არ გეგმავს. თუმცა თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ კლუბის შემტევ ხაზში თავს ზედმეტად ბევრი ფეხბურთელი იყრის, რამაც, შესაძლოა, უსმანის კარიერის განვითარებას ხელი შეუშალოს.
ლივეს თუ უნდა მაქსიმუმ 40 თუ გაიღებენ, ყველა ბართოსავით დებილი და მავნებელი კი არაა.
ლივე ვერ ყიდულობს ტიმოსდა ალტერნატივაა დემბელეო ლაიპციგს კიარა ლივეს უნდა და ლივე ვერნერში რანაირად გაგვიცვლის? 😂
წავა წავიდეს მისთვისვეა უკეთესი აქ მუდამ ზამენა იქნება და ვერც განვითარდება
თუმცა მირჩევნია პსჟში წავიდეს ტუხელთან
ამას ტრამვები არ აწუხებდეს და გავკარი ყველა სხვას მარა ამის ამბავი რო ვიცი კიდე გაიტრამვება(იმედია ვცდები) თუ ასე ძაან უნდა დემბელე ლაიფციგს ვერნერში გაგვიცვალონ თუბარადა სხვა ვარიანტი არც კი განიხილონ დემბელეს გაშვებაზე
არაფერი აწუხებდეს და ძირითადის კაცია, ამაზე კაი მესი და გრიზმანია სხვა ვინ? ბებერი და სიმსუქნისკენ მიდრეკილი სუარესი არამგონია ამის ამომგდები გახდეს თუ ეხლა მწვრთნელი არ ჩაიციკლა მაინცდამაინც როგორც ჩვევიათ ხოლმე