workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დომენეკ ტორენტი: რამდენიმე წელში მესი ჩავის როლს მოირგებს

დომენეკ ტორენტი: რამდენიმე წელში მესი ჩავის როლს მოირგებს

დომენეკ ტორენტმა, რომელიც პეპ გვარდიოლას ასისტენტი “ბარსელონაში”,  ბაიერნსა” და “მანჩესტესტერ სიტიში” იყო, Ole-სთან საუბრისას, მომავალში ლეო მესის სათამაშო სტილის შეცვლასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება გააჟღერა.

“მესი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, იგი ბურთს საკმაოდ უკნიდან იღებს და ისე ერთვება შეტევაში. რამდენიმე წელიწადში, თუ მისი სურვილი იქნება, შეეძლება ჩავის როლიც კი მოირგოს.”

“ის ბურთს არ კარგავს და ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებს. მთელი კარიერის განმავლობაში, ფიზიკური კონდიციების მხრივ, იდეალურად გამოიყურებოდა და როდესაც სისწრაფეს დაკარგავს, ნახევარმცველად თამაშიც შეეძლება. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციიდან თამაშსაც შესანიშნავად მოახერხებს.”

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურად ჩანს, მესის პოზიციის ამ დონეზე შეცვლა ჯერჯერობით მაინც ძნელად წარმოსადგენია. არგენტინელი კლუბის შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და რამდენიმე წელი ასეც დარჩება. 

მიმდინარე სეზონში, ლეო 19 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 29 მაი 2020, 09:20

    ახლაც უწევს იგივეს კეთება.

  • M10 S9 D11
    schedule 29 მაი 2020, 02:14

    რამდენიმე წელში კი არა რამდენი წელია უკვე მორგებული აქვს ეგ როლი

  • Stig
    schedule 29 მაი 2020, 00:37

    ვინ დიზელმაც ეგ თქვა ფორსაჟში. 😁

  • Iniesta_8
    schedule 29 მაი 2020, 00:12

    რაღა რამდენიმე წელში რაც ხავი წავიდა მაგის პოზიციის შევსებაც უწევს მესის, რაც დიდ წილად რაკიტიჩის დამსახურებაა. რაკეტას არაფერს ვერჩი, მარა ხავის მერე მაგ პოზიციაზე სხვა ვინმე უნდა მოეყვანათ