ზუსტად 9 წლის წინ, 2011 წლის 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პეპ გვარდიოლას “ბარსელონა”და სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ.
გვარდიოლა და ფერგიუსონი 2 წლიან ინტერვალში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ, შოტლანდიელს ნამდვილად კარგი რევანშის შანსი მიეცა, თუმცა “ბლაუგრანა” მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და პრესტიჟული ჯილდო ისტორიაში მეოთხედ მოიგო.
ლონდონში გამართულ შეხვედრას (“უემბლი”) 87695 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში პედრო როდრიგესმა (27′) გახსნა, რომელსაც უეინ რუნიმ მალევე უპასუხა (34′), თუმცა მეორე ტაიმში კატალონიელები წინ ლიონელ მესიმ (54′) გაიყვანა, ხოლო დავიდ ვილიამ (69′) ულამაზესი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
28 მაისი, 2011. ლონდონი, “უემბლი”. 87695
“ბარსელონა” 3-1 “მანჩესტერ იუნაიტედი”
გოლები: 1-0 პედრო (27′), 1-1 რუნი (34′), 2-1 მესი (54′), 3-1 ვილია (69′)
ბარსელონა: ვიქტორ ვალდესი, დანი ალვესი (კარლეს პუიოლი 88), ხავიერ მასკერანო, ჟერარ პიკე, ერიკ აბიდალი, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი (კ), ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია (სეიდუ კეიტა), ლიონელ მესი, პედრო როდრიგესი (იბრაჰიმ აფელაი 92)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მანჩესტერ იუნაიტედი: ედვინ ვან დერ სარი, ფაბიო (ნანი 69), რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი (კ), პატრის ევრა, ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი (პოლ სქოულზი 77), რაიან გიგზი, ჯი-სუნგ ოარკი, უეინ რუნი, ჩიჩარიტო
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
გუნდი რომლის მსგავსიც აღარასოდეს შეიქმნება, უბრალოდ იდეალური იყო 2011 წლის ბარსა.
გუშინ 2009 ფინალიდან გავიდა 11
დღეს 2011იდან 9
რა ბარსა დაგვიშალეს :((
პეპ გვიშველე
ამ მანჩესტერის დამარცხება გარდაუვალი იყო. გიგზი, სქოულზი, ვიდიჩი, ვან დერ საარი, ფერდინადი უკვე დაბერებულები იყვენენ და კონკურენციას ვერ უწევდნენ უმაგრეს ფორმაში მყოფ ბარსსას. შედეგიც სახეზეა ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი დადო ბარსამ
ეს იყო 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდი და 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთის პერფორმანსი პერფორმანსი იმისა თუ როგორ უნდა დატოვო უბურთოდ ფერგიუსონის მანჩესტერი და მაგ გუნდის კაპიტანი გეხვეწებოდეს გაჩერდიო
მენატრება ეგ დრო😪😪😪🤨🤨🤨
დღესაც დარწმუნებული ვარ, რუნიმ ის საგოლე ოფსაიტიდან მიიღო. თვითონ სწორად იდგა, მომწოდებელი იყო ოფსაიტსი.
ყველადროის საუკეთესო გუნდი !