ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარაოკე შაკირასთან ერთად (სურათები)

კარაოკე შაკირასთან ერთად (სურათები)

”ბარსელონა” 2010/11 სეზონის ესპანეთის ჩემპიონია. კატალონიელებმა ქვეყნის ჩემპიონის თასი ზედიზედ მესამედ აღმართეს. მოპოვებული ტიტულის აღსანიშნავად კლუბმა განსხვავებული ზეიმი გადაწყვიტა. მათ კარაოკე მოაწყვეს.

შეხვედრა სასტუმრო W-ს 26-ე სართულზე გაიმართა, სადაც შესვლა მხოლოდ დაპატიჟებულ სტუმრებს შეეძლოთ. მათ შორის არ იყვნენ პრესის წარმომადგენლები, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ ვინ გამოიჩინა სიმამაცე ფეხბურთელებიდან და ვინ მოსინჯა თავისი ვოკალური მონაცემები მიკროფონთან, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება – კარაოკეს შაკირა ესწრებოდა. დამეთანხმებით, შესანიშნავია, როდესაც კარაოკეზე მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან ერთად მოხვდებით.

შაკირა ხერარდ პიკესთან ერთად ესწრებოდა ”ბარსელონას” ზეიმს, სადაც წარმოდგენილები იყვნენ გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და მენეჯმენტი, მეუღლეებთან ერთად.

ყველასთვის მოულოდნელად წვეულებაზე გამოჩნდა ”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. წვეულებაზე ყველაზე გვიან, ლიონელ მესი გამოცხადდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში