workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პიკენბაუერის” დაბრუნება

“პიკენბაუერის” დაბრუნება

“პეკენბაუერი”
სწორედ ამ მეტსახელით მიმართავენ ჩვენთვის, ყველასათვის უსაყვარლეს მცველს თანაგუნდელები, ფეხბურთელს, რომელმაც სულ რაღაც ორ სეზონში სახელის და დიდების მოხვეჭა შეძლო “ბარსელონას” შემადგენლობაში და ის ჯერ მხოლოს 23 წლისაა. ხერარდ პიკე ბერნაბეუ კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში 1987 წლის 2 თებერვალს დაიბადა. ის ფეხბურთზე მისმა ბაბუამ ამადორ ბერნაბეუმ მიიყვანა 1997 წელს, რომელიც მაშინ “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტი იყო. აქედან დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა. პიკეს მამა იურისტია, ხოლო დედა ერთ-ერთი სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი ბარსელონაში.
პიკეს თავდაპირველი კარიერა “ბლაუგრანას” რიგებში არ აეწყო, ფეხბურთელმა “ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემია 2004 წელს დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ინგლისურ კლუბში მისი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასეს და ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე მატჩში მოუწია მონაწილეობის მიღება.

ფ ა ქ ტ ე ბ ი

სრული სახელი და გვარი: ხერარდ პიკე პერნაბეუ

დაბადების თარიღი: 02.02.1987 წელი

ასაკი: 23 წელი

დაბადების ადგილი: ბარსელონა, კატალონია

სიმაღლე: 192 სმ.

წონა: 85 კგ.

მეტსახელი: “პიკენბაუერი”

დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
პეპ გუარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ “ბარსელონას” შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. გუარდიოლამ პიკეს შემთხვევაში ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ესპანელი, მისი სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მიუხედავად კლუბში დააბრუნა. ხერარდ პიკეს ტრანსფერს ხელი 2008 წლის 27 მაისს მოეწერა. ფეხბურთელმა მისი ოფიციალური წარდგენი დროს თბილად გაიხსენა მანჩესტერი და სიხარულიოთ აღნიშნა თავის ბავშვობის კლუბში დაბრუნება:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, არასოდეს მიფიქრია კვლავ “ბარსელონაში” თამაშზე, მაგრამ ეს ძალიან კარგია ჩემთვის. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი კლუბია და იქ რამდენიმე ტიტულის მოგებაც მოვახერხე, ხოლო მსოფლიო კლასისი ფეხბურთელებთან თამაში ძალიან დამეხმარა განვითარებაში, ახლა კი მინდა ეს “ბარსელონაში” გავაგრძელო.”

პიკეს  სიტყვებიდან ერთი წლის თავზე  პიკემ და ბარსელონამ ექვსი ტიტულის მოგება შეძლეს და ამ რეკორდში მან დიდი წვლილი შეიტანა. მან რამდენიმე გოლის გატანაც მოახერხა და აქედან ორია აღსანიშნავი, ერთი 2009 წლის 2 მაისს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” კარში გატანილი გოლი და მეორე, ინტერის კარში გატანილი ძალიან ეფექტური გოლი რომელშიც ბარსელონამ “კამპ ნოუზე” 1:0 გაიმარჯვა.

P.S. თავისუფლად შეიძლება ითქვას მისი დაბრუინება შედგა და ძალიან წარმატებულადაც.

ფ ა ვ ო რ ი ტ ე ბ ი
საყვარელი კერძი: ბისტეიკი
ჰობი: პადელის თამაში (ესპანური ჩოგბურთის ნაირსახეობა)
საყვარელი ფეხბურთელი: ფერნანდო იერო
საყვარელი ფილმი: “ნოას დღიური”

"პიკენბაუერის" დაბრუნება

წყარო:  gerard-pique.net

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში