Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელებმა კორონავირუსზე ტესტირება 22 მაისს წარმატებით გაიარეს და ვარჯიშების განახლებისთვის ემზადებიან.
სესიები 25 მაისს განახლდება.
თავდაპირველად გუნდი 4 ჯგუფად დაიყოფა და “სიუტატ ესპორტივაზე” 2 ეტაპად ივარჯიშებს. პირველი ორი ჯგუფი ორ სხვადასხვა მოედანზე 16:00 საათზე დაიწყებს მომზადებას, ხოლო დარჩენილი ორი ჯგუფი 19:00 – ზე.
გარსია პიმიენტამ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახა. 9 მოთამაშე 19-წლამდელებიდანაა, რომელთა რიგებშიც არიან: ილაიშ მორიბა, ჟერარ ფერნანდესი, ნილს მორტიმერი, ნიქო გონსალესი, ხაუმე ჟარდი, კონრად დე ლა ფუენტე, ალვარო სანსი, მიკა მარმოლი და არნაუ ტენასი.
6 ფეხბურთელი კიკე სეტიენის მიერ იქნა გამოძახებული და ისინი პირველ გუნდთან ერთად 8 მაისის შემდეგ ვარჯიშობენ.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ახალგაზრდა “ბლაუგრანელებს” ვერ დაეხმარება, ჰიროკი აბეა. იაპონელმა “ელ პრატთან” მძიმე დაზიანება მიიღო და საუკეთესო შემთხვევაში თამაშს აგვისტოში შეძლებს.
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სეგუნდა დივიზიონის პლეი ოფები ნეიტრალურ მოედნებზე სამ ეტაპად, თითომატჩიანი დაპირისპირებების სახით, გაიმართება.
პენია
ხაიმე-არაუხო-კუენკა-ჩუმი
მონჩუ-რიკი პუიგი-მორიბა
კოლიადო-ფუენტე-ანსუმანე ფატი