2 “ბლაუგრანელი” ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების ათეულში

2 “ბლაუგრანელი” ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების ათეულში

განაპირა მცველის პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში კიდევ უფრო მეტად ფასეული გახდა, ვიდრე ეს მანამდე იყო. აქტიური პრესინგისა თუ გამჭოლი პასების მხრივ, მათი როლი როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, საგრძნობლად გაიზარდა. 

ევროპის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების სიაში სერჟი რობერტო და ნელსონ სემედუც მოხვდნენ.

სერჟი რობერტო

28 წლის ასაკში ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაატარა და დასამახსოვრებელი შედეგებიც ნახევარმცველის ნაცვლად, სწორედ განაპირა უკანახაზელის ამპლუაში ყოფნისას დააფიქსირა. იგი ათეულის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

სერჟის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, მის კონტრაქტს “ბლაუგრანასთან” ვადა 2022 წელს ეწურება.

ნელსონ სემედუ

26 წლის ასაკში მყოფი პორტუგალიელი “ბარსას” ძირითადი მარჯვენა მცველობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. სემედუს შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამო, უამრავი საფეხბურთო გიგანტი მისი შეძენითაა დაინტერესებული.

სერჟი რობერტოს მსგავსად, მასაც 2022 წლამდე აქვს “ბარსასთან” კონტრაქტი გაფორმებული, სატრანსფერო ფასი კი – 32 მილიონი ევროა.

ნელსონი “კამპ ნოუზე” მესამე სეზონს ატარებს და ეს წელი, შესაძლოა, მისთვის უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს.

აღნიშნულ ათეულში ის მე-8 პოზიციას იკავებს.

მარჯვენა მცველების ტოპ-10 კი სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

10. ექტორ ბელერინი (“არსენალი”)

9. რიკარდო პერეირა (“ლესტერი”)

8. ნელსონ სემედუ (“ბარსა”)

7. აარონ ვან-ბისაკა (“მანჩესტერი”)

6. ჟოაუ კანსელუ (“სიტი”)

5. სერჟი რობერტო (“ბარსა”)

4. კაილ უოკერი (“სიტი”)

3. დანი კარვახალი (“რეალი”)

2. ახრაფ ჰაკიმი (“დორტმუნდი”)

1. ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”)

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 23 მაი 2020, 16:27

    კარვახალის ნაცვლად კიმიხი

  • davidus2020
    schedule 23 მაი 2020, 11:59

    მთელი მსოფლიო აღიარებს რობერტის,გარდა საქართველოს ცნობილი სპეციალისტებისა!!???

  • Don_Andresito
    schedule 23 მაი 2020, 02:55

    ციტატა: პენდრაგონი
    კიმიხი?


    ეგ საყრდენად არი განხილული ტრანსფერმარკეტზე

  • M10 S9 D11
    schedule 22 მაი 2020, 23:54

    სერხი რობერტოს მარჯვენა მცველობა მივაცენზურე როგორ არ გაუმართლა სემედუს ვალვერდეს ხელში რო მოხვდა ტიპი დაატორმუზა იმ ცხვირგასიებულმა