workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელი” გერმანელები

“ბარსელონელი” გერმანელები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ გერმანელებს განსხვავებული ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ, შეიძლება ითქვას, ცივსისხლიანი ერია. შორს რომ არ წავიდეთ, ეს 2014 წლის მუნდიალზე გამოავლინეს, სადაც ბრაზილიაში ადგილობრივ ნაკრებს 7:1 მოუგეს და თან განაცხადეს, რომ მეტოქე დაინდეს და მეტიც შეეძლოთ.

“ბარსელონაში” მრავალი ეროვნების ფეხბურთელებს უთამაშიათ, მათ შორის, ბრაზილიელებს, არგენტინელებს და თავისთავად – ესპანელებს. თუმცა, ჩილეს მსგავსად, კატალონიურ გრანდში არცისე ბევრ გერმანელს უთამაშია, კერძოდ, სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან “ბარსაში” მხოლოდ 3 მოთამაშე ჩარიცხულა (ალექსის სანჩესი, კლაუდიო ბრავო, არტურო ვიდალი), ბუნდესქვეყნიდან კი – 4.

“ბლაუგრანაში” პირველი გერმანელი 1923 წელს გამოჩნდა – მარჯვენა მცველი ემილ ვალტერი – და კლუბში 9 წელი დარჩა. 1980 წელს “ბარსელონამ” “კიოლნიდან” ბერნდ შუსტერი შეიძინა, რასაც 2002 წელს რობერტ ენკეს ტრანსფერი მოჰყვა, ამჟამად კი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ასპარეზობს, რომელიც 2014 წელს მიონხენგლადბახის “ბორუსიადან” შემოგვიერთდა.

ვფიქრობ, გერმანელი ფეხბურთელი დაცვაშიც არ გვაწყენდა, მაგალითად, იოზუა კიმიხი, თუმცა, ნაკლებად სავარუდოა, რომ მან ოდესმე “ბაიერნი” დატოვოს. რაც შეეხება სხვა პოზიციის მოთამაშეებს, კაი ჰავერტცი შესანიშნავად გამოიყურება და უნიჭიერესი ახალგაზრდაა. შესაძლოა, მისი ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იყოს, ისევე, როგორც ტიმო ვერნერის დაკარგვა.

თქვენ რომელ გერმანელს ისურვებდით ჩვენს გუნდში და რატომ?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • BarcelonaFanTV
    schedule 22 მაი 2020, 19:09
    #3

    გაახანგრძლივა გერმანელმა კონტრაქტი 6 წლიანი მგონი

  • El pistolero 9
    schedule 22 მაი 2020, 18:34
    #2

    კაი ჰავერცს ეგეთი ტიპის ნახ.მცველი არ გვყავს გუნდში და იმიტომ.ყველა საყრდენია და ამის გამო შეტევას ეფექტურობა აკლია.ეს კიდე ზედიზედ მეორე სეზონის კარგად ასპარეზობს და კოჭებშივე ეტყობა რო დიდ ფეხბურთს ითამაშებს

  • მსლ
    schedule 21 მაი 2020, 17:18
    #1

    გერმანელები მეც მინდა რომ გადმოვიდნენ, უფრო მცველები.