“ბარსელონას” ოფიციალურ საიტთან საუბარში, ინიესტას დიდი ორიგინალობა არ გამოუჩენია და პირველ რიგში, თავისივე თავზე გადაღებული ფილმი და ბიოგრაფიული წიგნი გვირჩია.
“An Unexpected Hero”
ეს არის ფილმი ადამიანზე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და დიდ ყურადღებას უთმობს თითოეულ დეტალს, სწორედ ეს განასხვავებს ანდრესს, დანარჩენი ფეხბურთელებისგან.
ჩვენ ყველა ვიცნობთ ინიესტას, ადამიანს, რომელმაც ყველა ტიტულის მოგება შეძლო საფეხბურთო კარიერაში და რაც მთავარია, სამუდამოდ მოიგო გულშემატკივართა გულიც.
მაგრამ ვინ არის ინიესტა მოედანს მიღმა?
ამის შესახებ გვეტყვიან მესი, ნეიმარი, სუარესი, გვარდიოლა, სერხიო რამოსი, ლუის ენრიკე და სხვა ვარსკვლავები. ინტერვიუებში საუბრობენ მისი ოჯახის წევრებიც და ანდრესს, გაცილებით ახლოს გაიცნობთ.
ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია Rakuten TV-ზე.
“The move of my life”
ბიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით – “The move of my life”, მოგვითხრობს ინიესტას განვლილ პერიოდზე, ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, “ბარსელონას” მთავარ გუნდში მოხვედრამდე. აქ შევხვდებით, ანდრესის ბავშვობის მეგობრებს, მის მშობლებს, გავიგებთ მისთვის ყველაზე სასიხარულო და გულდასაწყვეტი მომენტების შესახებ.
გავიგებთ, როგორია ანდრეს ინიესტას ყოველდღიურობა.
“შემოქმედი” – ამ სახელწოდებით არის საქართველოში წიგნი გამოცემული.
“The shadow of the wind”
ერთხელ, 1945 წელს, პატარა ბიჭს, მამა წაიყვანს ძველი ქალაქის გასაიდუმლოებულ და იდუმალ ადგილზე – მივიწყებული წიგნების საწყობში. სწორედ აქ იპოვის დანიელ სემპერე დაწყევლილ წიგნს, რომელიც ცვლის მის ცხოვრებას და ითრევს ინტრიგებისა და იდუმალების ლაბირინთში.
მიუხედავად ისტორიული სიუჟეტისა, ეს წიგნი პირველ რიგში, სასიყვარულო ტრაგედიაზეა. ავტორი კი “ჩინური ყუთის” მეთოდს იყენებს და ინტრიგა, ბოლო გვერდამდე აქვს შენარჩუნებული.



ბრწყინვალე ფეხბურთელი მადლობა ანდრს ყველაისთვის
ინი რომ დარჩენილიყო კიდევ 1-2 სეზონით მაგრად გაგვაძლიერებდა შიგადაშიგ სკამზე იჯდებოდა და მეორე სეზონზე სკამიდან იდეალნად შემოვიდოდა და გააკეთებდა თავის საქმეს როგორც ჩავი იყო ბოლო სეზონზე
დაგეწვას ინგლისური 😂
დონ ანდრეს❤❤, ეს გვყავდა ცენტრში და ახლა ვის იმედზე ვართ???
მხოლოდ იმას ვნანობ,რომ ბარსასთან ერთად,უფრო მეტი უცლ ვერ მოვიგეო და ასე სამარცხცინო ფიასკოთი ეკადრებოდათ მისი გაცილება?! სამარცხვინოა!!!