workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიმ შერვუდი: ჰარი კეინი “ბარსაში” ან “რეალში” გადავიდოდა

ტიმ შერვუდი: ჰარი კეინი “ბარსაში” ან “რეალში” გადავიდოდა

“ტოტენჰემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი მიიჩნევს, რომ 26 წლის შემტევი ჰარი კეინი, ლონდონური კლუბის დატოვების შემთხვევაში, “ბარსელონას” ან “რეალს” შეუერთდებოდა.

“ვერ წარმომიდგენია, რომ კეინმა “ტოტენჰემი” დატოვოს და პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადავიდეს. “მანჩესტერ იუნაიტედშიც” კი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

ვფიქრობ, ის “ბარსელონაში”, “რეალში” ან “ბაიერნში” გადავიდოდა. დიახ, ჰარი რომელიმე ამ კლუბში წარმომიდგენია, თუ “ტოტენჰემში” რაღაცები არ გამოსწორდა.

დარწმუნებული ვარ, კეინს კარიერის ბოლომდე “დეზებში” დარჩენა უნდა. თუმცა, ბოლოსდაბოლოს, მას გამარჯვება სურს”, – ციტირებს შერვუდის სიტყვებს Goal.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ჰარი კეინის შეძენა გასულ ზაფხულში უნდოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 20 მაი 2020, 11:19
    #3

    ბარსაში არაფერი ესაქმება!

  • Pablos ar abia
    schedule 20 მაი 2020, 10:28
    #2

    არსად არწავა კეინი მითუმეტეს ესპანეთში

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2020, 08:51
    #1

    ბარსაში კეინს არაფერი ესაქმება მეორე იბრაჰიმოვიჩინიქნებოდა ბარსაში გუნდი რო ცალკე იყო და ეგ ცალკე მოედანზე