workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟულიანო ბელეტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლს იხსენებს

ჟულიანო ბელეტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლს იხსენებს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟულიანო ბელეტი, ზუსტად 14 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გამარჯვების გოლს იხსენებს. 

“გოლის შემდეგ პირველი მამაჩემი გამახსენდა, რომელიც ტრიბუნაზე იჯდა. არ ვიცი, გოლი რამდენჯერ მაქვს უკვე ნანახი. 

ვერ ვიჯერებდი, როდესაც ბურთი ბადეში გაეხვა, ვეცადე, მეზეიმა, მაგრამ ვერ შევძელი. ხელები სახეზე ავიფარე, რადგან “ბარსელონას” მაისურით ეს პირველი გოლი იყო და იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიტანე. ყველაფერთან ერთად, ჩვენ თამაშს ვაგებდით. 

დღეს, როდესაც ჩემი შვილები გოლს ნახულობენ, მეუბნებიან, რომ ვერ იჯერებენ, რომ ეს მართლა შევძელი. “ბარსელონას” ისტორიაში ასე შესვლა შესანიშნავია”, – მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ბელეტიმ, აგრეთვე, თქვა, რომ ჰენრიკ ლარსონს, რომელმაც მას საგოლე პასი გაუკეთა, ყოველი შეხვედრისას მადლობას უხდის.

“ფინალის შემდეგ, მე და ლარსონი ერთმანეთს მხოლოდ 3-ჯერ ან 4-ჯერ შევხდით. ყოველი ნახვისას მას, იმ პასისთვის, მადლობას ვუხდი. ასეთი მომენტები სასიამოვნო გასახსენებელია”, – დაამატა 43 წლის ბრაზილიელმა.

2006 წლის 17 მაისს, “ბარსელონამ” პარიზში ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე ტიტული მოიპოვა. “ბლაუგრანამ” ფინალში “არსენალი” დაამარცხა, 2-1. ლონდონელთა კარის აღება სამუელ ეტო’ომ და ჟულიანო ბელეტიმ შეძლეს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

[media=https://www.youtube.com/watch?v=cUQNMszFwFY] 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 17 მაი 2020, 15:33
    #2

    დაუვიწყარი დღე იყო მაგ წელს გავხდი ბარსას გულშემატკივარი

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 17 მაი 2020, 14:33
    #1

    საოცარი მომენტია.