ფოკუსს მიღმა – 15.05.2020

ფოკუსს მიღმა – 15.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

კლაუდიო მარკიზიო

“იუვენტუსის” ლეგენდა, კლაუდიო მარკიზიო ყოფილ თანაგუნდელ არტურო ვიდალზე საუბრობს: “ჩილელის “ინტერში” შესაძლო ტრანსფერი არ მომწონს. არტურო მათ მენტალურად გააძლიერებდა. ვიდალი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელთან ერთად მოედანზე ყოფნასაც ყოველთვის ისურვებ“. [Mundo Deportivo]

ლუის ენრიკე

“ბარსელონას” ყოფილმა ტექნიკურმა მდივანმა, რობერტ ფერანდესმა, კლუბის ყოფილი მთავარი წვრთნელის შესახებ ისაუბრა. “ლუის ენრიკე განსაკუთრებული მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, ის “ბარსელონაში” დაბრუნდება. ენრიკე კლუბს კარგად იცნობს და ფეხბურთის შესახებ ყველაფერი გაეგება. მთავარი, მატჩის მოგებასთან ერთად, თამაშის ხარისხიცაა”. [sport]

ანდრე გომეში

რობერტ ფერნანდესმა “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერზე ისაუბრა. “ანდრე გომეშს კლუბში გადმოსვლისას ყველანაირი მონაცემი ჰქონდა. იყო 22 წლის, ფიზიკურად ძლიერი, რაკიტიჩისა და სერხიო ბუსკეტსის სახით იდეალური პარტნიორები ჰყავდა, თუმცა საკუთარი თავის წარმოჩენა მაინც ვერ მოახერხა. მას რთულ გარემოებასთან გამკლავება მოუწია. ჩემი აზრით, კლუბმა საკმარისი შანსი მისცა და პორტუგალიელის გაყიდვა უკვე დროული იყო”. [Superdeporte]

.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • barcelona87
    15 მაი 2020, 23:34

    დღეს ფრენკი და რონალდ დე ბურების დაბადების დღეცაა.1970 წელს დაიბადნენ შესაბამისად 50 წლისები გახდნენ.

  • გიორგი ჩანგელია
    15 მაი 2020, 23:09

    სენა 100%-იანს ამბობს.