workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ბერნდ შუსტერი: ნეიმარის “ბარსელონაში” დასაბრუნებლად, კოსტა ბრავას სანაპიროსაც კი გავყიდიდი

ბერნდ შუსტერი: ნეიმარის “ბარსელონაში” დასაბრუნებლად, კოსტა ბრავას სანაპიროსაც კი გავყიდიდი

“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ნეიმარის ხმაურიან ტრანსფერზე ისაუბრა. 

“ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების სანაცვლოდ, კოსტა ბრავას (ხმელთაშუა ზღვისპირა სანაპირო აღმოსავლეთ კატალონიაში)  სანაპიროსაც კი გავყიდდი, ის “ბარსას” ნამდვილად სჭირდება. 

ლაუტარო ძალიან კარგი მოთამაშეა, თუმცა ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” ის გუნდი აღარაა, რომელიც ნეიმარის და ინიესტას წასვლამდე გახლდათ. 

დემბელემ და გრიზმანმა, კლუბს ჯერ კიდევ ვერ მისცეს ის, რაც სჭირდება. გუნდი ძალიან ახლოს უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, ამისთვის კი ნეიმარია საჭირო. დემბელე საკმაოდ ტრავმატულია, გრიზმანს კი ის თვისებები აკლია, რაც გუნდს სჭირდება. 

მბაპეს ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნეიმარის დონემდე, არასოდეს არ მინახავს ისეთი თავდასხმა, როგორიც მსნ-ს ტრიო გახლდათ, თუმცა მბაპეს კარგი პერსპექტივა აქვს.” – ციტირებს შუსტერის სიტყვებს Diario Sports. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • სპარტაკი
    schedule 15 მაი 2020, 19:37
    #4

    გულის სიღრმეში ყველა კულე ხვდება რომ ნემო ისევ ბარსას თილისმაა და ჭირდება ისევ … მიუხედავად იმისა თუ რას იმსაცურებს ნეიმარი..

  • Bakero
    schedule 15 მაი 2020, 19:03
    #3

    " არასოდეს არ მინახავს ისეთი თავდასხმა, როგორიც მსნ-ს ტრიო გახლდათ " ……არც ყოფილა არასდროს და არცერთ გუნდში !

  • El pistolero 9
    schedule 14 მაი 2020, 20:56
    #2

    გრიზმანს მარტო თავის ადგილზე თამაში სჭირდება.დემბელეს კარგი ტრენერი.ნეიმარი არ დამანახოთ!!!

  • nika 54
    schedule 14 მაი 2020, 17:40
    #1

    კაროჩე, ბართომეუს გარდა ყველას ესმის ნეიმარის დაბრუნების საჭიროება. ასჯერ ითქვა უკვე, მესიმაც კი უთხრა რო ლაუტაროსა და ნეიმარს შორის ნეიმარს ისურვებდა გუნდში, მაგრამ ამ პრეიდენტმა" ვერაფერი ვერ გაიგო. ნეიმარის გარეშე ლიგას ვერ დავდებთ. მესი და ბებერი სუარესი მარტო ვეღარ გაქაჩავენ ამ საქმეს, და სხვა არავის იმედი არ ჩანს(ნუ თუ მბაპეს, დე ბრუინს, და კიდევ ერთი ორ-სამ კაცს არ მოიყვანენ)