workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ტანგი ნდომბელე

“ბარსელონას” ზაფხულის ერთ-ერთი სამიზნე, ტანგი ნდომბელე “ტოტენჰემს” ვერ დატოვებს. კლუბის პორტუგალიელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო 23 წლის ტალანტისაგან მაქსიმუმის მიღებას გეგმავს. [The Independet]

სანდრო ტონალი

“ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი სამიზნე, სანდრო ტონალი “ინტერის” ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ხელში თამაშის იდეამ მოხიბლა [Siempre Inter]

მილან შკრინიარი

შკრინიარისათვის ბრძოლაში “ბარსელონას” კონკურენციას “რეალი” გაუწევს. [Mundo Deportivo]

ტიმო ვერნერი

ტიმო ვერნერს “ბარსელონა” ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავს, თუმცა გერმანელის გადაბირებას “ლივერპული” ცდილობს. [Football Espana]

ექტორ მორენო

“ალ-გარაფას” ამჟამინდელი და “ესპანიოლის” ყოფილი მცველი, ექტორ მორენო აცხადებს: “რა თქმა უნდა, ტრავმებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. 2014 წლის მუნდიალამდე,”ბარსაში” გადასვლის შესაძლებლობა მქონდა”. [TUDN]

ეუსებიო საკრისტანი

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ეუსებიო საკრისტანი აცხადებს: “ბარსა ბ-ში” 15 წლის ალექს გრიმალდოთი აღფრთოვანებული ვიყავი. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შეუძლია”. [Sport]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • barcelona87
    schedule 15 მაი 2020, 03:01
    #3

    აი ეს სასტავი მგონი რო უნდა გაამართლოს. მეკარეები: 1.მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი. 13.ინიაკი პენია. მარცხენა მცველები:18.ჟორდი ალბა. 4.ალექს გრიმალდო. მარცხენა ცენტრალური მცველები: 23.სამუელ უმტიტი. 15.კლემან ლენგლე, მარჯვენა ცენტრალური მცველები: 3.ჟერარდ პიკე.6.ჟან-კლერ ტოდიბო.(სავარაუდოთ პიკე დაასრულებს მომავალ წელს და რონალდ არაუხო ამოვა.მარჯვენა მცველები:2.ნელსონ სემედო. 16.მუსა ვაგე. საყრდენი ნახევარმცველები: 21.ფრენკი დე იონგი. 5.სერხიო ბუსკეტსი. მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველები: 8.არტურ მელო. 24.ფაბიან რუისი. 19.მატეუშ ფერნანდეში(ამას საყრდენად თამაშიც შეუძლია).შემტევი ნახევარმცველები: 14.ფილიპე კოუტინიო. 25.რიკი პუჩი. მარცხენა ვინგერები: 11.ნეიმარ ჟუნიორი.7.უსმან დემბელე. მარჯვენა ვინგერები:10.ლიონელ მესი.20.ფრანცისკო ტრინკაო.12.ალექს კოლიადო.ცენტრალური თავდამსხმელები: 9.ლუის სუარესი.22.ლაუტარო მარტინესი.

  • barcelona87
    schedule 15 მაი 2020, 02:00
    #2

    უკვე დგეს ანუ 15 მაისს არის ჰოლანდიელის ტყუპების ფრანკ და რონალდ დე ბურების(1970),და უსმან დემბელეს(1997).დაბ.დგეები.

  • El pistolero 9
    schedule 15 მაი 2020, 00:22
    #1

    სემედუ უნდა დარჩეს.პიანიჩი თუ მოიყვანეს მხოლოდ ვიდალის ან რაკიტიჩის ნაცვლად.არტური ხელშეუხებელია.