ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევანტესთან” მთლიანი გუნდი გაემგზავრება

“ლევანტესთან” მთლიანი გუნდი გაემგზავრება

ხოსეპ გვარდიოლა, როგორც ყოველთვის, ძალიან ფრთხილია მეტოქეების მიმართ. ამიტომაც მან მთელი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი შეკრიბა ვალენსიაში გასამგზავრებლად.

 

ყველა იქნება “ლევანტესთან” მატჩის განაცხადში. გუნდს მხოლოდ 1 ქულა აკლია რიგით მესამე ლა ლიგის ჩემპიონობამდე. სწორედ ამიტომ, გვარდიოლამ გადაწყვიტა ყველა ფეხბურთელს ერთად ეზეიმა ამ ბრწყინვალე ტიტულის განაღდება.

 

ბოლო სესია მატჩამდე

 

სამშაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, გუნდი “სიუდად ესპორტივაზე” შეიკრიბა და წინა–სამატჩო სესია გამართა დახურულ კარს მიღმა. ეს ბოლო ვარჯიში იყო ვალენსიაში გამგზავრებამდე.

 

მხოლოდ მილიტო არ იმყოფებოდა ვარჯიშზე. პუიოლი და ადრიანო ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, მაქსველი და ბოიანი კი დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად სრულად ირჯებოდნენ. განაცხადში ასევე მოხვდნენ ტიაგო და ბარტრა, რომლების “ესპანიოლთან” მატჩშიც იყვნენ.

 

სამგზავრო გეგმა

 

ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10 საათზე, გუნდი “კამპ ნოუზე” შეიკრიბება, საიდანაც გაემგზავრებიან “ელ პრატის აეროპორტში”. 11 საათზე არის რეისი, ხოლო გზას დაახლოებით 45 წუთი უნდა. შემდეგ დაბინავდებიან სასტუმროში და დაელოდებიან საღამოს 8 საათს, როდესაც უნდა გაიმართოს მატჩი “ლევანტესა” და “ბარსელონას” შორის.

 

თამაშის დასრულებისთანავე გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება. იმედია ჩემპიონების სახელით. ფეხბურთელები 00:15 საათზე “ელ პრატის აეროპორტში” იქნებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში