workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ლეგენდები დავიდ სილვას აქებენ

“ბარსელონას” ლეგენდები დავიდ სილვას აქებენ

“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ, 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “სიტის” სურდა, დავიდ სილვასთვის “ეტიჰადზე” გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ასეთი რამ ვეღარ მოხერხდება. ინგლისურმა კლუბმა, ამის სანაცვლოდ, ესპანელი ფეხბურთელის ღვაწლის დასაფასებლად მოამზადა გამოსამშვიდობებელი ვიდეო, რომელშიც მონაწილეობა მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, “ბარსელონას” ლეგენდებმა, ჩავი ერნანდესმა და ანდრეს ინიესტამ მიიღეს.

“დავიდი შთამბეჭდავი ფეხბურთელია და ასეთი იყო მთელი კარიერის განმავლობაში. ის ეროვნული ნაკრებისთვის მისი თაობის უნიჭიერესი ესპანელი ფეხბურთელების ქვაკუთხედი იყო”, – აცხადებს ჩავი.

“დავიდი გუნდისთვის სასიცოცხლო და აბსოლუტურად აუცილებელი კომპონენტი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელია”, – ამბობს ინიესტა.

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტიში” 2010 წლიდან ირიცხება. მან ინგლისურ კლუბში 4-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის სუპერ თასი და 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. სილვა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ერთხელ – მსოფლიოს, 2-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • ფლოკი
    schedule 11 მაი 2020, 14:00
    #4

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ერთი ათი წლით პატარა იყოს სილვა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში


    ერთი ათი წლით… 😂

  • messi and iniesta
    schedule 11 მაი 2020, 11:17
    #3

    კიდევ ერთმა პროფესიონალმა დატოვა ფეხბურთი სამწუხაროა

  • B.A.r.c.A
    schedule 11 მაი 2020, 09:03
    #2

    ფაბრეგასის მაგივრად ეს უნდა მოეყვანაათ

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2020, 00:42
    #1

    ეეჰ ერთი ათი წლით პატარა იყოს სილვა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში