წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ლაუტარო მარტინესი
ფერნანდო ბალასტეგუინი (პედბოლის მოთამაშე): “ლაუტარო მარტინესი “ბარსელონასათვის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ლაუტარო, ლიონელ მესის კარგად გაუგებს, რაც მის სწრაფად ადაპტაციას ხელს შეუწყობს”. [Mundo Deportivo]
ფაბიო რადაელი
(არგენტინელი მწვრთნელი): “ლაუტაროს კლასის ფეხბურთელებს თამაში ყველგან შეუძლიათ. “რასინგში” 2 წლის განმავლობაში 50 გოლი გაიტანა, “ინტერში” მის ანგარიშზე 1 წელში 26 გოლი იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხდება “ბარსელონაში”, სადაც ლუის სუარესი და ლიონელ მესი მუდმივად შანსებით მოამარაგებენ. კატალონიური კლუბი მარტინესისათვის იდეალური არჩევანი იქნება”. [Goal]
ტოდიბო
“ბარსელონამ” ტოდიბოსათვის პრემიერ ლიგის კლუბებიდან 25 მილიონიანი შეთავაზებები მიიღო. ფეხბურთელისადმი ინტერესს “ინტერ მაიამიც” იჩენს. [Sport]
ნეიმარის ავდოკატი
მარკოს მოტა: “მოახლოეუბული სატრანსფერო ბაზარი შეიცვლება, უფრო რეალური, დახვეწილი და ზუსტი გახდება. მსოფლიო ფეხბურთის ბუშტი გასკდა, ილუზიების სამყაროში ვცხოვრობთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კლუბებს ამგვარი სიტუაცია არ გამოუცდიათ. მთელი ინდუსტრია დაზარალდა. ბაზარზე კლუბების მხრიდან მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ იქნება”. [As]
გუსტავო მაია
“ბარსელონა” “სან პაულოს” 19 წლის შემტევის, გუსტავო მაიას შეძენასთან ახლოსაა. კატალონიელები ტალანტში 1 მილიონ ევროს იხდიან. ფეხბურთელის აგენტი აცხადებს: “გუსტავოს “ბლაუგრანას” სკაუტი აკვირდებოდა. მასთან ვისაუბრე და აღმოვაჩინე, რომ მოლაპარაკებები პირდაპირ კლუბებს შორის მიმდინარეობს. ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა “ატლეტიკოდან” და “ლივერპულიდან” გაზრდილი ინტერესის გამო, “ბარსელონა” ჩქარობს”. [ESPN]
პედრი
პედრი “ბარსელონამ” გასულ სექტემბერში შეიძინა და “ლას პალმასში” ერთწლიანი იჯარით დატოვა. 17 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საუბრობს: “ბარსელონას” თეფშები და ტაფები მაქვს. მშობლები ჩემზე ბედნიერები არიან. კატალონიელებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი, ჩემი კუმირი კი ანდრეს ინიესტაა. უპირველესი რამ, რაზეც ახლა ვფიქრობ, “კამპ ნოუზე” თამაშია”. [Marca]
სტეფან დე ვრაი
ანტონიო კონტე “ბარსელონას” 28 წლის სამიზნეს, სტეფან დე ვრაის “ინტერიდან” არ გაუშვებს. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი 70 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. [Calciomercato]
ედუარდო კამავინგა
“ბარსელონას” სამიზნე, ედუარდო კამავინგა “რენის” დატოვებას არ გეგმავს: “დიდებული კლუბების ინტერესი მომწონს, თუმცა “რენში” თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ფეხბურთზე ვარ ფოკუსირებული, აღნიშნულ ასპექტში საქმეს ჩემი მშობლები და აგენტი აგვარებენ. ვნახავთ, რაც მოხდება”. [Sport]
სანდრო ტონალი
“ბრეშას” 20 წლის ნახევარმცველი, სანდრო ტონალი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში რჩება. მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბი იტალიელთა მოთხოვნილ 60 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ტონალის შეძენით ასევე “იუვენტუსი”, “ინტერი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. [La Gazzetta Dello Sport]
ტონი ნადალი
რაფაელ ნადალის ბიძა, ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია და მისი ხილივისას აღფრთოვანებას ვერ მალავს: “რასაც მესი აკეთებს, აქამდე არ მინახავს. ჩემი შვილები ლეოს ვიდეოებს მაყურებინებენ. არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია”. [La Nacion]
მერე ეს ნადალი ვერ ეტყვის თავის ძმისშვილს რო იცოდეს ვის უგუშემატკივროს, რეალის თავდაკლული ფანი როა.
ლუკას ოკამპოსთან შეგვირცხვა ცოტა.
ნადალი მაგარი კაცია :დდ