სიახლე არაა, რომ “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის 33 წლის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელის შეძენას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” პრიორიტეტული სამიზნე მილანის “ინტერის” შემტევი ლაუტარო მარტინესია, თუმცა, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე იმოქმედებს ბევრი ფაქტორი, რომელთაგან მთავარი მოთამაშის ფასი და კლუბის ფინანსებია. კატალონიელები, არგენტინელის ვერშეძენის შემთხვევაში, “ლაიფციგის” თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის დამატებას შეეცდებიან.
Tribuna ასახელებს 3 მიზეზს, თუ რატომაა გერმანელი გოლეადორი ლაუტაროს კარგი ალტერნატივა:
1. ტიმო ვერნერი უფრო იაფია. 24 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რაც ლატაროს ღირებულებაზე, 111 მილიონზე, გაცილებით ნაკლებია. თუ “ბარსას” არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები შეექმნება, ვერნერის დამატების შანსები უფრო დიდი იქნება.
2. ვერნერი შეტევაში საიმედოა. ის ბოლო რამდენიმე წელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ტიმო უკვე ბევრ ტაქტიკასა და სათამაშო სისტემას წარმატებით მოერგო. “ლაიფციგის” ლიდერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 27 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.
3. გერმანელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უფრო მარტივია. “ინტერი” ლაუტარო მარტინესს, ეჭვგარეშეა, ადვილად არ დათმობს. კატალონიელებს არგენტინელის შესაძენად დიდი ბრძოლა მოუწევთ. რაც შეეხება ვერნერს, ტიმოს შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. მან კლუბის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა.
ვერნერს უკვე კლოპი ეჩალიჩება, ბაიერნზე რაც უარი თქვა ვერნერმა, თან კლოპი ძალიან ბევრჯერ ახსენა თავის ინტერვიუებში, თუ გადაიხდის ლივერპული 60 მილიონს, დიდი ალბათობით იქ გადავა ვერნერი.
ახლანდელი ბარსელონასთვის არაა პრობლემა ცენტრფორვარდი მესის შემცვლელის ძიებაში არიან და მიტო ხარჯავენ ასტრონომიულ თანხებს ნეიმარის დაბრუნებაც მიტო განიხილება მე ერთი სული მაქ კარგი გაგებით როდის წავა მესი აღარ იქნრბიან ერთ კაცზე.დამოკიდრბულრბი გუნდი და გაანძრევენ ტრა ს სხვებიც მერამდენე წელია უკვე ასეთ გუნდს ვუყურებ. ფაქტიურად მილანის გზაზე ვდგავართ
ლაუტარო მარტინესს ვყიდულობთ რომელიც ცენტრი არ არის ! თან უზარმაზარ თანხად და კიდევ 2 ფეხბურთელს ვამატებთ ზემოდან ! იმის მაგივრად გაცილებით ნაკლებ ფასში ტიმო ვერნერი იყიდონ რომელიც ცენტრფორვარდია ! ბართომეუ შენი მავნებელი @@@@@@@@@@@
ისე არ ქნან სანამ მაგას ეჩალიჩებიან ვერნერი არ აგვახიოს ვინმემ
ლაოტარო ვერნერს შორის პირველი არჩევანი რო ლაუტარო იქნება მანდ აქვს ფეხბურთს დარხეული
ვერნერი მაგარია
ვერნერი>ლაუტარო