მიმდინარე სეზონში “პიჩიჩისთვის” ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. საუკეთესო გოლეადორის ტიტულს მოსაპოვებლად არგენტინელი ლიონელ ანდრეს მესი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან.
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომლის გუნდმაც ფაქტობრივად დაკარგა ჩემპიონობის შანსი, შაბათს “სევილიას” კარში პოკერი შეასრულა და “პიჩიჩისთვის” ბრძოლაში დაწინაურდა. მის ანგარიშზე 33 გოლია. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ესპანეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა.
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ ანდრეს მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაიტანა.
ქვეყნის ჩემპიონატში გატანილი გოლების რეკორდი მადრიდის “რეალის” ლეგენდას, მექსიკელ უგო სანჩესს ეკუთვნის. მან ერთ სეზონში 38 გოლი გაიტანა. რონალდუ და მესი ახლოს არიან სანჩესის რეკორდთან. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ სამი ტური დარჩა ჩასატარებელი.



