workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზე მორაიში: მესის “ინტერში” გადასვლა შესაძლებელია

ჟოზე მორაიში: მესის “ინტერში” გადასვლა შესაძლებელია

“ინტერის” სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი ჟოზე მორაიში მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის მილანურ კლუბში გადასვლა, ხავიერ ძანეტის წყალობით, გამორიცხული არაა.

“ვფიქრობ, მესის “ინტერში” გადასვლა შესაძლებელია. იცით, რატომ? იმიტომ, რომ “ნერაძურის” ძანეტი ჰყავს. ხავიერი გუნდში მის თანამემამულეებს იწვევს.

ვთვლი, რომ ძანეტის მესის მსგავსი ფეხბურთელის მოხიბვლა შეუძლია, თუ ლეო ახალ გამოწვევებზე ფიქრობს. ჩემი აზრით, არგენტინელები გრძნობენ, რომ “ინტერში” გადასვლით სახლში მიდიან.

ვფიქრობ, “ნერაძური” არგენტინელ მოთამაშეებს განსაკუთრებული გზით იმატებს. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ძანეტია”, – ციტირებს ჟოზე მორაიშის სიტყვებს Yahoo Sports.

ხავიერ ძანეტი, რომელიც ამჟამად მილანელთა ვიცე-პრეზიდენტია, ლეო მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში 2005-11 წლებში თამაშობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • JUZI
    schedule 04 მაი 2020, 09:53
    #6

    ინტერი არა წნორის მილანი.!!!!! 😉

  • me da barca
    schedule 03 მაი 2020, 21:20
    #5

    გვერდები არ გეტკინოს მანამდე.

  • Pablos ar abia
    schedule 02 მაი 2020, 22:38
    #4

    მესის გუნდიდან წასვლაზე სტატიებს საერთოდ არუნდა ადასტურებდეს ადმინი წესით

  • Iniesta_8
    schedule 02 მაი 2020, 21:12
    #3

    რაღა ახალი გამოწვევები ყველაფერს მიაღწია უკვე კარიერაში ერთი ნაკრებში დარჩა მოსაგები ტიტული მეტი არაფერი საკლუბო დონეზე ყველაფერი 5-10 ჯერ მოიგო მერი რაღა უნდა ქნას

  • kako
    schedule 02 მაი 2020, 20:36
    #2

    აბა ერთი ხელი მოისვით უკან.😆😆😆

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2020, 18:55
    #1

    ნელა იყავით ლაუტარო არაფერს წამოკრათ