ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი თავისი ქვეყნის მიერ კოპა ამერიკის მოგებას ეხმაურება:
მესის კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას ამ თასის მოგება ყველაზე მეტად სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მან და დი მარიამ ბოლო პერიოდში დიდი კრიტიკა მიიღეს, ვიცი, რომ მათ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება ისევ უნდათ. ამ კრიტიკამ ლეოსა და ანხელს ავნო, მაგრამ მათ იცoდნენ, რომ ყველაფერზე პასუხის გაცემის დრო უნდა მოსულიყო.
“ლა პულგა” ყოველთვის პროგრესირებს. როცა ის თამაშობს, ყველა ჩვენგანს დიდი სიამოვნებას გვანიჭებს. ასეთ საღამოზე ლიონელზე მეტად არავინ ოცნებობდა და, საბედნიეროდ, მან ის ფინალში მიიღო.
სკალონიმ “ალბისელესტე” მაშინ ჩაიბარა, როდესაც ამ პოსტის დაკავება არავის სურდა. მან გუნდის შენება ნელა დაიწყო, თუმცა ამ სპეციალისტის არავის სჯეროდა.
არგენტინამ კოპა ამერიკის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილია “მარაკანაზე” ანხელ დი მარიას გოლის წყალობით, 1-0 დაამარცხა.




მაგარი გამბედაობა გინდა, ლეო გყავდეს და გუნდის აშენება მოგთხოვონ მის გარშემო, გამოუვიდა ამას.
2014ზე კარგი გუნდი ახლა ყავს არგენტინას და იქნებ მსოფლიოზეც გაიქაჩონ
დაცვაშიც რომ ესე ითამაშოს არგენტინამ მსოფლიოზე შანსი ექნება
კი ეგეც შეიძლება უბრალოდ დაცვაშიც კაი ხალხი ყავს და მეკარეც არგეტინას ნახევარ დაცვაც დაბალანსებული შეტევაში ჩემი აზრით იდეალური იქნება დიმარია პაპუ აგუერო მესი დიბალა და იგუანი დვა გონსალესი
მსოფლიოსთვის უნდა მოხოდოს ნაკრები. სადაც 2014-ში გავიდა ფინალში რატოა გამორიცხული რო 2022-ში მოიგოს მსოფლიო? თუ შეიკრა გუნდი არაფერიც არაა გასაკვირი ჩემი აზრით, ესეც თუ მოიგო ლეომ ვსიო მორჩა კრიტიტოკოსები სამუდამოდ დადუმდებიან.
სკალონი ძაან კაი ტიპია,სულელი ნამდვილად არაა,რაც ბრაზილიასთან გამოჩნდა.დრო უნდა და წესით კარგი გუნდი უნდა დააყენოს.კვერცხებიანი მწვრთნელია ქარიზმატული და ენერგიული.
ყველაზე ტრა..ანი მწვრთნელია სკალონი, ვერავინ გაბედა არგენტინის ჩაბარება და მესის გაწვრთნა, ყველას ეშინოდა და გაურბოდა ნაკრებს და ჰა, სკალონიმ შეძლო ის რაც ვერავინ