workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ტელესი “პარი სენ-ჟერმენში”, კურზავა “ბარსელონაში”

Sport: ტელესი “პარი სენ-ჟერმენში”, კურზავა “ბარსელონაში”

“პორტუს” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ალექს ტელესი, პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება, რაც ლაივინ კურზავასთვის პარიზული კლუბის დატოვებას ნიშნავს, იტყობინება Sport.

“ბარსელონა” ჟუნიორ ფირპოს არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე, ახალი მარცხენა მცველის ძიებაშია. ყველაზე ხშირად კი “ბარსას” ალექს ტელესსა და ლაივინ კურზავას უკავშირებენ.

გამოცემა წერს, რომ ტელესთან მოლაპარაკებებს “პარი სენ-ჟერმენი” უკვე აწარმოებს და მზადაა, 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც “ბარსელონასთვის” ბრაზილიელისთვის ბრძოლას ართულებს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგა, კურზავა პსჟ-სთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და პარიზულ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რითაც “ბლაუგრანა” ეცდება ისარგებლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა “ბარსელონასი”, 28 წლის ფრანგის დამატება ლონდონის “არსენალს” სურს.

ტელესმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. “პორტუში” მასზე მეტი გოლი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი.

კურზავას კი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა ხუან ბერნატთან უწევს. მან 23 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ 64 წუთი მატჩში. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    schedule 01 მაი 2020, 20:52
    #3

    ძაან გაფუჭდა საიტი, ეს ჰალამადრიდის ნაირი სათაურები რა ჯანდაბაა?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 01 მაი 2020, 20:00
    #2

    ტელეში ბევრად სჯობს კურზავას

  • M10 S9 D11
    schedule 01 მაი 2020, 18:03
    #1

    ძალიან კარგი უფასოდ მშვენიერ იგროკს დავითრევთ

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    აზ ალკმაარის ფორვარდზე რომ ვიძახდი კარგი ახალგაზრდა ჩანს მეთქი.როგორც იქნა დაინტერესდა ბარსელონა ბოადუთი.19 წლის არის და ერედივიზიონის ბომბარდირია.აღარ ხუმრობს.ჩემი აზრით დადებს დონეს.


    ძაან მაგარი ბიჭია ბოადუ ერედივიზიონიდან ლამერსიც მაგრად მევასება მე