workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო მესიზე: ჩემი რჩევის წყალობით მისი კარიერა შეიცვალა

ეტო’ო მესიზე: ჩემი რჩევის წყალობით მისი კარიერა შეიცვალა

“ბარსელონას” ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო ყოფილ თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“თავიდან ის პირველ გუნდსა და ახალგაზრდულ გუნდს შორის ბალანსირებდა და ძალიან კარგი იყო.

მაშინ უკვე ვიცოდით, რომ მესი ერთხელაც ის გახდებოდა, ვინც ახლაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან მან ამას თავისი დიდი შრომით მიაღწია. ლიონელი საერთოდაც არ შეცვლილა. ის კვლავ ისეთი კარგი ადამიანია, რომელსაც მაშინ ვიცნობდი და დღემდე ვიცნობ.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ მან თქვა: “მადლობა სამუელს”. ჩემი რჩევის წყალობით, რომელსაც არ გავამხელ, მისი კარიერა შეიცვალა. იმ დროს მას ზოგიერთი რაღაც უნდა გამოესწორებინა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა ეს ნიჭი. ვამაყობ და მოხარული ვარ იმ ისტორიის ხილვით, რომელიც მან დაწერა. ის დღემდე გრძელდება.

მისი მემკვიდრეობის გაგრძელება ძალიან რთული იქნება, შეუძლებელიც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მისი ხასიათია. ყველა აფასებს მას და აღმერთებს როგორც მოთამაშეს, მაგრამ ის არაჩვეულებრივი ბიჭია და მე ვამაყობ იმით, რომ მის სამეგობრო წრეში კვლავ ვიმყოფები.” – ციტირებს ეტო’ოს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 28 აპრ 2020, 20:37
    #2

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: Ronaldinho.
    ეტოო ყველა დროის ერთერთი საუკეთესო 9 იანი .როფორ მახსოვს ამისი გოლები ძალიან დიდი ისტორია დაწერა ბარსასთამ თავისი ტიტულებით და საუკეთესო მომენტებით!ეს და რონალდინიო იყვნენ ჩემი კუმირები დეკოსთან ერთად,სასწაული იყო , გადავიდა მერე ინტერში და იქაც დედა მოტ..ნა ლიგა დადო ეგრევე და ტიპი როფორ მახსოვს ბარსას რო შეხვდა მახევარფინალში ეგრევე შემდეგვე წელს დაცვაში იყო 85 წუთი და შეტევაშიც მსგავსი რამე ნანახი არ მქონდა დარბიდა ცხენივით! მოკლედ ძალიან მაგარი იყო და მაგრად მეწყინა პეპმა რო გაუშვა თან იბრაში გაიცვალა და პლიუს ფული ალბათ ერთერთი ყველაზე დებილური საქციელი იყო რაც იდესმე უქნიათ

    შენ დაწერე ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა ( ჯიგარი ხარ დეკოც რომ არ დამივიწყე) მოკლედ ერთი სიტყვით დავახასიათებ სამუელ ეტოო ბარსას ლეგენდაა. შავი პრინცი❤️

    დანაშაული იქნებოდა დეკუს არ მითვლა👍ვისაც ახსოვს ის ბარსელონა რა როლი ქონდათ და ასრულებდნენ რონალდინიო ეტო და დეკუ არასდროს არ დაშლის ამ ტრიოს😎

  • რივალდო-მესი
    schedule 28 აპრ 2020, 20:29
    #1