workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ნაკრებში ისე ვითამაშებ, როგორც “ბარსაში”

მესი: ნაკრებში ისე ვითამაშებ, როგორც “ბარსაში”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა, თუ როგორ ითამაშებს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკაში.

“მე წნეხის ქვეშ არ ვიმყოფები, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. ესპანეთშიც ისეთ გუნდში ვთამაშობ, რომელშიც ყოველთვის ვალდებული ვარ გავიმარჯვო.

ჩემს პასუხებს მოედანზე ნახავთ. მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რათა არგენტინელებს დავუმტკიცო ის, რომ იმის გაკეთება, რასაც ბარსაში ვაკეთებ, ნაკრებშიც შემიძია.

მარადონა გუნდს ჩემზე არ აწყობს. ჩვენ ყველა ფეხბურთელისთვის უნდა ვითამაშოთ, ვინც მოედანზე იქნება. ვფიქრობ, რომ არგენტინის ნაკრები გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია. ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რადგაც ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდა. შეიძლება, ჩვენთვის კარგიც კი იყოს, რომ არ მივდივართ ფავორიტის სტატუსით”, – მესის სიტყვებს ციტირებს Reuters.

წყარო: Sports.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward