“ჩელსისა” და “ლივერპულის” ყოფილი მცველი, გლენ ჯონსონი, TalkSPORT-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ფრენკ ლამპარდს შეუძლია ფილიპე კოუტინიოს ძველი ფორმა დაუბრუნოს.
“ვიცი, იგი მორიდებული ბიჭია, კარგი პიროვნებაა, მაგრამ მოედანზე უნდა იბრძოლოს და აღარ დაიჩაგრება.
“ბარსელონაში“ საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სუპერვარსკვლავია. შეიძლება, მნიშვნელოვანი როლის მორგებაში ამან ხელი შეუშალა.
იგი ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში ცოტა ფრთხილია, საკუთარი “ნაჭუჭიდან” გამოსასვლედად დრო სჭირდება. ვფიქრობ, კოუტინიოსთვის და მისი ოჯახისთვის ლონდონში გადასვლა უკეთესი იქნება. ლემპარდი არის ის ადამიანი, რომელიც მას ხელს მოხვევს და თავს გუნდის მნიშნელოვან წევრად აგრძნობინებს“, – თქვა 35 წლის ინგლისელმა.
ჯონსონი და კოუტინიო “ლივერპულის” რიგებში ერთად 2012-2015 წლებში ასპარეზობდნენ.
არადა რა კლასნია და რა დაემართა ვერ ვხვდები
აი რატო უნდა გაუშვან ვერ ვხვდები🤔მემგონი ყველამ იცის რო დეიონგი ჩამშელელია და ბუსკეცის შემცვლელად მოიყვანეს,ბუსის შეცვლის დრო მოვიდა უკვე🙂არტური იასნა შეუცვლელი ტიპია და მესამე ნახევარმცველი არუნდათ?🤔🤔კოუტინიოს უნდა აგრძნობინონ რო საჭირო კაცია და დაიბრუნოს რწმენა და ათამაშდება ისევ❤ფსიქოლოგიური პრობლემები აქ კოუს თორე ეგრე უცებ მაგ დონის ფეხბურთელის ფორმიდან ამოვარდნა არმინახავს ჯერ😕
არავითარი ჩელსი უნდა დავიბრუნოთ ეს, დეიონგი არტური კოუტინიო ერთად ძალიან კარგად ჟღერს, დანარჩენი უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული +ამას სკამიდან ძალაინ კრეატიული და გამოცდილი ბუსი.