“ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ ამჟამად “სტოკში” მოთამაშე ინგლისელი მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი კატალონიური გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნებოდა.
“ჯონსონის თამაშით აღფრთოვანებული ვიყავი. მასში იდეალურად იყრის თავს ფიზიკური მომზადება და ინტელექტი. ის ტექნიკურადაც კარგადაა განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მარჯვენა ფეხით თამაშობს, გლენს მარცხენა ფეხის კარგად გემოყენებაც შეუძლია. ვფიქრობ, ის, “ბარსელონას” კარგად გააძლიერებდა.” – აცხადებს სუარესი, რომელიც ჯონსონთან ერთად “ლივერპულში” თამაშობდა.
როგორც ცნობილია, “ბარსელონა” მარჯვენა მცველს აქტიურად ეძებს, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ პოზიციაზე მოთამაშე ალეიშ ვიდალზე იმედებს აღარ ამყარებს.