2011 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც ლუის სუარესი ჯერ კიდევ “ლივერპულის” ფეხბურთელი იყო, ურუგვაელი პატრის ევრასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 40 000 ფუნტიანი ჯარიმით და 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ევრას და “მანჩესტერ იუნაიტედის” საჩივრის მიხედვით, სუარესმა ფრანგს “შავი” 2 წუთის განმავლობაში შვიდჯერ დაუძახა.
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი და ლუისის თანაგუნდელი, გლენ ჯონსონი ამ ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკელი რასიზმისგან ძალიან შორს არის.
“ეს უბრალო ფაქტია, ვფიქრობ, რომ სუარესი რასისტი არ არის.
მათ მხოლოდ კამათი ჰქონდათ. რასიზმს ადგილი რომ ჰქონოდა, დამერწმუნეთ, ევრას პირველი დამცველი მე ვიქნებოდი და სუარესს მხარს არ დავუჭერდი. ლუისი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, რომელთანაც “ლივერპულში” მითამაშია.
მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ის ჩემი შვილების დაბადების დღის წვეულებებზე დადიოდა, მე კი მის წვეულებებზე. ის რომ რასისტი ყოფილიყო, ასე არ იქნებოდა”. – აცხადებს ის.
რა ძაან უძვრებიან ამ ზანგებს რა უბედირებაა ისე ღრმად უძვრებიან რო თეთრკანიანები იცაგრებიან მერე
აუ გლენ ჯონსონი რო წავიკითხე მეთქი ესეც მოყავთ და სუ გამოვრამოსდი :დდდდდ