As: “ბარსელონა” “სან ლორენცოს” 21 წლის თავდამსხმელით ინტერესდება

As: “ბარსელონა” “სან ლორენცოს” 21 წლის თავდამსხმელით ინტერესდება

არგენტინული “სან ლორენცოს” შემტევი, ადოლფო გაიჩი, “ბარსელონას” რადარზე მოხვდა. ინფორმაციას As ავრცელებს.

გაიჩმა თავი არგენტინის ასაკობრივ გუნდებში გამოიჩინა. მან 20-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, 23-წლამდელებში კი მის ანგარიშზე 6 მატჩში 1 გოლია. მისი დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში გასული წლის სექტემბერში, მექსიკის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, შედგა. ის დაპირისპირება, ლაუტარო მარტინესის ჰეთ-თრიქის წყალობით, სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით, 4-0, დასრულდა.

არგენტინელი ფეხბურთელით, აგრეთვე, “ბრიუგე”, “რომა”, “გალათასარაი” და “ატლეტიკო მინეირო” ინტერესდებიან.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • მურმანი
    24 აპრ 2020, 20:18

    ვინც ეს ბიჭი არ მოგწონთ აშკარად არ გაქვთ ნანახი ამის თამაში, კაი იგროკია მარა ჩვენთან გაფუჭდება. მეცოდება ასეთმა მოთამაშემ სკამი ხეხოს.

  • nika 54
    24 აპრ 2020, 19:08

    ეს რადარები, სულ სიაფანდ ფეხბურთელებს რატომ პოულობენ.

  • M10 S9 D11
    24 აპრ 2020, 17:45

    მოროგი 20 თეთრიანი იგროკი