ვინ არის ლაუტარო მარტინესი?

ვინ არის ლაუტარო მარტინესი?

“ბარსას” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ლაუტაროს ტრანსფერი ამ ზაფხულში განხორციელდება. არგენტინელმა “ინტერში” თავი კარგად წარმოაჩინა და “ბარსელონას” მთავარ სამიზნედ იქცა.

ლაუტარო არგენტინაში, ქალაქ ბაია-ბლანკაში დაიბადა. მისი პირველი საფეხბურთო კლუბი, ადგილობრივი “ლინიერსი” იყო.

“მისი ოჯახი ცხოვრობდა იქ, სადაც მე დავიბადე. ლაუტარო “ლინიერსში” თამაშობდა, ეს კლუბი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა თავის აკადემიას,” – ამბობს არგენტინელი მწვრთნელი, ანხელ კაპა, Marca-სთან ინტერვიუში.

“ის ძლიერი და სწრაფი თავდამსხმელია, რომელიც თავით კარგად თამაშობს და კარში დარტყმა ორივე ფეხით შეუძლია. გამოსაყოფია მისი ძლიერი მენტალობა, მისი შეტევები ტალღებს ჰგავს და რაც მთავარია, არასდროს ნებდება. ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს, ტექნკურად კარგად არის მომზადებული, ვუყურებ და ვხვდები, რომ ჯერ კიდევ განვითარების გზას გადის. მხოლოდ სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება, რომ დიდ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.”

ლაუტაროს იდეალი

ლაუტარო “რასინგის” წამყვანი მოთამაშე გახდა, ისევე როგორც მისი იდეალი – ჩელო დელგადო.

ის ახალგაზრდა და შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც დიდებული მომავალი აქვს.” – უთხრა ჩელო დელგადომ Marca-ს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ “ბარსელონაში” გადავა, ყველაფერი გამოუვა. ლაუტარო გოლების გატანას ყველგან შეძლებს.”

ლაუტაროს მამა

ლაუტაროს საფეხბურთო კარიერას, მეტწილად მისი მამა, მარიო ხოსე მარტინესი წარმართავდა. სწორი მიმართულების მიცემით და კარგი რჩევებით, მან შვილის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“მგონია, რომ ყველაფერი გამოუვა და უმაღლესი დონის ფეხბურთელების სიაში ჩაეწერება, მისი გონება ყოველთვის პოზიტიურისკენ არის მიმართული.” – ამბობს Marca-სთან ლაუტაროს მამა.

“ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა ოცნება, რომელიც ნელ-ნელა მიზნად აქცია და თავი არ დაუზოგავს, რომ სასურველისთვის მიეღწია. ამასთანავე, ყოველთვის ესმოდა, რომ პატივისცემისა და ადამიანობის გარეშე, განვითარება შეუძლებელია.”

“რასინგში” გატარებული პერიოდი

არგენტინაში, ლაუტარო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი იყო, ყურადღებას ყოველთვის იქცევდა და სანამ “ინტერში” გადავიდოდა, დიეგო სიმეონეს სურდა, რომ თავისთან, მადრიდის “ატლეტიკოში” მიეწვია.

Marca-სთან ისაუბრა მანუელ ფერნანდესმა, რომელიც ლაუტაროს “რასინგში” ავარჯიშებდა.

“ლაუტარო ძალიან ჰგავს სერხიო აგუეროს. ის სახიფათოა საჯარიმოში, შეუძლია შეტევის სიღრმიდან წამოწყება, შეუძლია შორიდან გატანა, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, მე ძალიან დიდ მსგავსებას ვხედავ სერხიოსთან.”

დიეგო გოდინი, ლაუტაროს თანაგუნდელი “ინტერში”, ამ მსგავსებას ასევე ხედავს:

“მას აქვს უნარი, რომლითაც სერხიო აგუერო და ლუის სუარესი გამოირჩევიან”.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    24 აპრ 2020, 20:30

    ვინ არის ლაუტარო მარტინესი?
    ვინ არისდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ტვინა გაგვიღუნა უკვე.

  • Msn91011
    24 აპრ 2020, 13:23

    ოფიციალურად დადასტურდა რომ ბუნდესლიგა განახლდება. მემგონი მაისის ბოლო ყველა ჩემპიონატი უნდა დაიწყოს.

  • ფეოლა
    24 აპრ 2020, 13:15

    კორონა ნიუსები უფრო გევასებათ? : )

  • shu1987
    24 აპრ 2020, 13:11

    აი რაში გვაინტერესებს ვინაა ლაუტარო ჯერ ინტერის ფეხბურთელია და იმედია იქ დარჩება სადაცაა.

  • Berlinetta♥
    24 აპრ 2020, 13:09

    ცხელ ცხელი ჭორი ნეიმარზე, დედამისი 23 წლის შეყვარებულს დაშორდა მას მერე, რაც გაიგო რომ კაცებსაც ხვდებოდა 😃😃😃😃😃😀😁😁😁😁

  • sandro89
    24 აპრ 2020, 12:51

    Nu shechamet tvini