“ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც თითოეულ მეტოქე გუნდს შიშის ზარს სცემს. თუმცა, არსებობს კლუბი, რომლის წინააღმდეგაც მატჩში 33 წლის შემტევს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.
2009/10 წლების სეზონში, როდესაც სუარესი “აიაქსში” თამაშობდა, ამსტერდამული კლუბი ნიდერლანდების თასის შეხვედრაში “ვეზეპს” დაუპირისპირდა და 14-1 გაანადგურა. Transfermarkt-ის ცნობით, “ელ პისტოლერომ” 14 გოლიდან მონაწილეობა 8 ბურთში მიიღო. ლუისმა აქტივში 6 გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა.
საინტერესოა, რომ “აიაქსმა” ჰოლანდიის თასი მოიგო, სუარესი კი 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ურუგვაელმა მხოლოდ 2 თამაშში გაიტანა: 6 გოლი – “ვეზეპის”, 2 ბურთი კი “ფეინოორდის” წინააღმდეგ, თასის ფინალში.
აქვე წარმოგიდგენთ ლუის სუარესის საყვარელ მეტოქეებს:
- “ვალენსია” – 12 გოლი 13 თამაშში
- “ნორვიჩი” – 12 გოლი 6 თამაშში
- “სევილია” – 11 გოლი 17 თამაშში
- “რეალი” – 11 გოლი 16 თამაშში
- “ვილემ II” – 11 გოლი 9 თამაშში
ტიპიიი ცხოველიაა))) ნორვიჩთან საშუალოდ მატჩში 2 გოლი დ გიჟია დ
რეალთან ხო სულ თავს იგიჟებს😁🥰
el avtomatoo 😀
რეალი – 11 გოლი 16 თამაშში. ნეტა ჩვენ აღგვეზარდა, აღარც არავის უკბენდა. რა დუეტი ექნებოდათ მაგას და ლეოს ერთი სკოლა რო გაევლოთ. და იქნებოდა რეალი – 50 თამაში 90 გოლი :D:D:D ერთ სეზონში 2 ჰეთ თრიქს უსრულებდა იდიოტმა ვარანმა არ აცალა მე უნდა შევაგდოო 😀