Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” სპეციალურ გეგმას ამზადებს, რომლის მიზანიც, ზაფხულში შიდა ტურიზმის გააქტიურება იქნება.
“ბარსელონას” მუზეუმი ესპანეთში, “პრადოს” შემდეგ, ყველაზე პოპულარული მუზეუმია, რომლის სტუმართა უდიდეს ნაწილს უცხოელი ტურისტები შეადგენენ. მას კლუბისთვის ყოველწლიურად 42 მილიონი ევროს მოგება მოაქვს, თუმცა საყოველთაო კარანტინის დაწყებიდან იგი დახურულია.
“ბარსელონას” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი მესტრე, რომელიც სასტუმროთა ქსელის, Selenta Hospitality Group, პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და სექტემბრამდე რაიმე აქტივობის განახლებას არ ვარაუდობს.
შექმნილი ვითარების ფონზე, “ბარსელონა” მუშაობს ახალ მარკეტინგულ და საფასო გეგმაზე, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისკენ იქნება მიმართული. გეგმის ადრესატს ის მოსახლეობა წარმოადგენს, რომელიც ქალაქ ბარსელონაში ან კატალონიის რეგიონში სტაბილურად ცხოვრობს. შიდა ტურიზმი კლუბს მოკლევადიან პერსპექტივაში დაეხმარება გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული ფინანსური ზარალი შეამსუბუქოს.
რა მუზეუმია!!! გამოსვლა აღარ გინდა რო შეხვალ.
მაგარია, შემოდიხარ საიტზე და პირველი ფიგუს გამყიდველი როჟა გხვდება.