workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ღირსების დამცველები – ქალთა გუნდი ჩემპიონია!

ღირსების დამცველები – ქალთა გუნდი ჩემპიონია!

ბავშვობაში, ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს, ალბათ ყველას გყოლიათ ერთი მეგობარი გოგო, რომელიც ჯიუტად ითხოვდა ბიჭებთან ერთად თამაშს, ან, შესაძლოა არც გყოლიათ, მე კიდე მყავდა, ბურთი ჩემზე ნაკლებად არ ჰყვარებია და მოგვიანებით საქართველოს ნაკრების მაისურიც მოირგო, ბავშვობაში კი მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – აღიარება! ყველას უნდა დაენახა და ეღიარებინა, რომ ფეხბურთის თამაში სხვაზე არანაკლებ კარგად შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ გოგო იყო. 

ასეა ყველა პატარა გოგო, რომელიც ფეხბურთის თამაშს იწყებს, მათი მთავარი მოტივატორი მთელი მსოფლიოს არასაკმარისი ყურადღება და ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, სიბრაზეს, აგრესიას იწვევს და იწყებენ თავდაუზოგავ შრომას იმისათვის, რომ როგორმე შეამჩნიონ, დააფასონ და მათი ხმა გაიგონონ. 

მაშინ, როცა “ბარსას” კაცთა გუნდმა ბევრჯერ გაგვიცრუა იმედი, ქალებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, იმავე გერბის მფარველობის ქვეშ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ისინი იქცნენ კლუბის ღირსების დამცველებად. 

11 წლის წინ არავის ანაღვლებდა და ვერავინ იფიქრებდა, რომ “ბარსელონას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდა, “ბარსას” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე სიცილს ვერ იკავებს, როცა ქალთა გუნდზე ეკითხებიან, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ქალთა ფეხბურთის განყოფილებას:

პირველი რაც გავაკეთე, იყოს ის, რომ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე გუნდს ვეწვიე, მწვრთნელთან და მის ასისტენტთან შესახვედრად, როცა დამინახეს გაკვირვებულები მიყურებდნენ – აქ რას აკეთებს? კლუბის წარმომადგენელი მოვიდა? თითქოს ვერ იჯერებდნენ.” – იხსენებს მესტრე. 

“ბარსა” ბოლო სამ წელში მეორედ გავიდა ფინალში და ამჯერად ყოველგვარი კითხვების გარეშე დაამარცხა ლონდონის “ჩელსი”, ადგნენ და გადაუარეს! აჩვენეს კაცთა გუნდს, როგორ უნდა “კვერცხების” ქონა! 

ქალთა გუნდის აღმავლობის დასაწყისად შეგვიძლია 2012 წელი მივიჩნიოთ, როცა მათ პირველი ლა ლიგის თასი მოიგეს, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო კლუბის მშენებლობის გზაზე. 

არავის აინტერესებდა და არავინ ლაპარაკობდა მათ შესახებ, არც გუნდის წევრები, არც მედია, არავინ!” – იხსენებს მესტრე. 

მაგრამ როდესაც გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ყველამ დაინახა, რომ ისინი ყურედღებას და დაფასებას იმსახურებდნენ, მესტრე გუნდში პოტენციალს ხედავდა და მიზნად დაისახა უმაღლესი მიზნებისათვის ებრძოლა, მის იდეებს კი მხარი პრეზიდენტმა დაუჭირა. 

ბარსა” ყოველთვის ასწრებდა დროს და ყოველთვის ახერხებდა სოციუმზე დადებითი გავლენის მოხდენას, ქალთა ფეხბურთს აქვს მომავალი“, – ამბობს მარია ტეიშიდორი, რომელმაც ქალთა გუნდზე ზედამხედველობა 2015 წელს გადაიბარა. 

ქალთა გუნდი ამერიკულ ტურნეში კაცთა გუნდთან ერთად წავიდა, რა თქმა უნდა, მათ მიმართ იმის ნახევარი ყურადღება არ ყოფილა, რაც კაცებს ხვდათ წილად, რაც გასაგები და ნორმალური ამბავია, “ბარსას” ქალთა გუნდი დუბლების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ა.შ.შ-ში დიდი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა და “ბარსამ” განვითარება დაიწყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა. ამ წლებში “ლიონის” ქალთა გუნდი დომინირებდა და ლიგას ზედიზედ იგებდა. 

მესტრე ამას “გარდამავალ პერიოდს” უწოდებს, სადაც მოთმინებას უდიდესი როლი ჰქონდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი, რამაც კლუბი წარმატებამდე მიიყვანა. 

კლუბის ჩამოყალიბება და მშენებლობა ამ ოთხი წლის განმავლობაში ფასდაუდებელი გახდა, 2015 წლიდან მოყოლებული, დღევანდელი შემადგენლობის 16-მა ფეხბურთელმა მოიყარა თავი.

ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსას” ეკადრება და შეეფერება, მხოლოდ იმაზე არ გვიფიქრია, რომ ვარსკვლავები მოგვეწვია მთელი მსოფლიოდან” – ამბობს ტეიშიდორი.  – “გვსურდა გვყოლოდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ პროფესიონალურ ფეხბურთში, იყვნენ წარმატებას მოწყურებულნი და “ბარსას” ფერები მათთვის ბევრს ნიშნავდა”

ჩვენ გვჭირდებოდა ფეხბურთელების ასეთი სინთეზი, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ მარკელ სუბისარეტამ, (სპორტული დირექტორი) ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია”. 

როცა ფეხბურთელის შეძენას გადავწყვეტთ, ქალი იქნება ეს თუ კაცი, პირველ რიგში ვუყურებთ თუ როგორ მოერგება ჩვენს სისტემას“, – აგრძელებს მესტრე – “გვინახავს გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, მაგრამ დაკვირვების შემდეგ, გვიფიქრია, რომ “ბარსას” სისტემისთვის წარუმატებელნი იქნებოდნენ“. 

ის, რასაც “ბარსამ” საფუძველი ჩაუყარა და ეტაპობრივად წარმატებამდე მივიდა, აბსოლუტურ ბალანსზეა დამყარებული, ტრიუმფატორი ქალთა გუნდი ფაქტობრივად იოჰან კრუიფის “დრიმ-თიმს” ჰგავს, რომელიც აკადემიის გამორჩეულ წევრებთან ერთად, სწორი ტრანსფერებით ძლიერდებოდა. 

“ძალიან იმედიანად განმაწყობდა იმის ყურება, რომ გუნდი ერთი დიდი ოჯახი გახდა, მათი შემხედვარე ვხვდებოდი, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო” – ამბობს ტეშიდორი. 

რაც ამ გუნდს აკლდა, მხოლოდ მაღალი დონის მწვრთნელი იყო, ქალთა გუნდში ლუის კორტესი დააწინაურეს, რომელმაც წარმატებას მალევე მიაღწია.

აღარც მახსოვდა, ბოლოს როდის ვიტირე. როცა ნახევარფინალის ბარიერი დავძლიეთ, ვნახე, რომ მესტრესაც ცრემლები სდიოდა”, – იხსენებს ტეიშიდორი. – “ამ დროს გრძნობ, რომ ყველაფერი კარგად არის, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი შეჩერება შეუძლებელია”. 

ფინალის წინ კარგ განწყობაზე იყო კორტესი – “ორი წლის წინ ფინალში ყოფნა ამ გუნდისთვის წარმატება იყო, ახლა კი მოგების დროა” – თქვა მთავარმა მწვრთნელმა და გაწყვიტა წელში ლონდონის “ჩელსი”. 

აღსანიშნავია, რომ “ბარსამ” ფინალამდე მისასვლელად დაამარცხა “სიტი” და პსჟ, კლუბები, რომლებსაც განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, გადამწყვეტ მატჩში კი აბრამოვიჩის “ჩელსის” მოუღეს ბოლო, “ბარსამ” ეს თავისი პრინციპების დაცვით და სწორი მუშაობით შეძლო, ფინალში გამარჯვება კი საერთოდ არ ტოვებს ბოლო წერტილის შთაბეჭდილებას, პირიქით – ეს დასაწყისია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 17 მაი 2021, 14:55
    #9

    რა ითამაშეს, ერთი წუთი არ იყო გასული რო უკვე იგებდნენ, ავტოგოლი გამოვიდა, მაგრამ ხო ამათ შეტევას მოჰყვა. მოკლედ ბურთი არ ანახეს იმ უბედურებს, რა. მოკლედ ბარსას 10 წლის წინანდელი თამაშები გამახსენდა, ლეოს რო მარტოკას გაქონდა ცენტრიდან წამოღებული ბურთები და 3-4 ბურთი აღარ გვყოფნიდა 6-7-8-ს რო ვითხოვდით ხოლმე.

  • mesi_10
    schedule 17 მაი 2021, 14:55
    #8

    ყოჩაღ ქალებს მადლობის მეტი რა გვეთქმის ასახელეს გუნდიც ,მწვრთნელიც, პრეზიდენტიც და ქვეყანაც.. წესით მაგალითი უნდა იყოს ძირითადი გუნდისთვის თუ როგორ უნდა მიუდგნენ საქმეს და თითოეულ მეტოქეს მაგრამ რასაც ვხედავ სულ არ გვცემენ პატივს ჩვენ რიგით გულშემატკივრებს რო მათი თამაშის ყურების აზრი დაგვანახონ თუნდაც ტელეეკრანებიდან, კიდევ კარგი მაყურებელი არ ესწრება მათ თამაშებს თორე ბილეთში გადახდილი ფული ასკარათ ზედმეტი ხარჯი იქნება მათი ჯიბიდან.. აშკარათ ქალტა ფეხბურთს უფრო ხშირათ უნდა ვუყუროთ ჩვენ დასტრესილმა გულშემატკივრებმა იქნებ როგორმე ის ბრაზი და წყენა გავიქარვოთ რასაც ეს უნიათოები იწვევენ ჩვენში,, უბრალოთ ვერანაირ ლოგიკაში ვერ ვაჯენ როგორ შეიძლება ტიტულის მოგების
    შანსი მოისპო როცა ყველაფერი შენს ხელშია და 4 მოგება გინდა ტიტულამდე ამ დროს რა ხდება წაგება გრანადასთან და ამის მერე ყველაფერი თავდაყირა დგება ერთადერთი რაც შეიძლება მიზეზი იყოს გაყიდული თამაშებია რაც კანონით ისჯება და თუ მართლა მასე დაეცნენ და ათობით მილიონს იდებენ ჯიბეში შეთანხმებული ანგარიშის გამო მაშინ სიამოვნებით მოვაწერდი სასჯელს ხელს რომელიც სამუდამო დისკვალიფიკაციას მიუსჯიდა გუნდს ..

  • C.PC5
    schedule 17 მაი 2021, 11:38
    #7

    მადლობა ფეოლა❤️🙏🙌
    უკვე მართლა დროა რომ ქალთა ფეხბურთს შესაბამისი ყურადღება დაეთმოს! იმედია ბარსას გოგონების ასეთი სეზონი ბევრს დაანახებს თუ როგორი პოტენციალი აქვს ქალთა ფეხბურთს. ამ სტატიაში ისეთი სიტყვებია გამოყენებული რომ მართლა უნდა ამობეჭდო და გაუკრა კედელზე ძირითადი გუნდის აფსოლიტურად ყველა წევრს ლაპორტას ჩათვლით, თუმცა ლაპოს ალბათ ყველაზე ნაკლებად სსჭირდება ეს.
    "ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით ისეთი გუნდი, როგორიც "ბარსას" ეკადრება და შეეფერება, მხოლოდ იმაზე არ გვიფიქრია, რომ ვარსკვლავები მოგვეწვია მთელი მსოფლიოდან" – ამბობს ტეიშიდორი. – "გვსურდა გვყოლოდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ პროფესიონალურ ფეხბურთში, იყვნენ წარმატებას მოწყურებულნი და "ბარსას" ფერები მათთვის ბევრს ნიშნავდა". აი ეს ოქროს სიტყვებია!!!! მარტო ასეთი მიდგომა თუ გამოგვიყვანს ამ ჭაობიდან და დაგვაბრუნებს ნანატრ მწვერვალებზე🙌🙌🙌

  • ROUCH
    schedule 17 მაი 2021, 11:33
    #6

    საღოლ ავტორ მაგარი ხარ რა. ასევე მაგარი გოგონებიც გვყავს პირველ ტაიმშივე მოგუდეს ჩელსი

  • ფეოლა
    schedule 17 მაი 2021, 11:16
    #5

    ferreira10,
    ჭორის დონეზე მას შემდეგ იწერება რაც ლაპორტა მოვიდა.
    ოფიციალურად სეზონის ბოლომდე არაფერს იზამენ.

  • cruyff9
    schedule 17 მაი 2021, 11:15
    #4

    ბარსელონა ერატადერთი კლუბია მსოფლიოში რომელსაც ამდენი გრანდი ყავს სპორტის სხვადასხვა სფეროში❤️❤️

  • ferreira10
    schedule 17 მაი 2021, 11:13
    #3

    მწერლებო თქვენ უფო მიგიწვდებათ სიახლერბთან ხელი და კუმანის გაშვებაზე არ იწერება რამე ჭორის დონეზე მაინც?

  • ჯერემი რენერი
    schedule 17 მაი 2021, 11:12
    #2

    ლაპორტა გაუშვებს კუმანს დაიწერა უკვე მრავლად, აი ბართომეუ 100% დატოვებდა..

  • La Pulga10
    schedule 17 მაი 2021, 10:32
    #1

    ფრაგმენტებს ვუყურე მაგათ თამაშისას და ისე აგორებდნენ და ისეთ კომბინაციებს ათამაშებდნენ ვიფიქრე ესენი ხო არ დაგვეწინაურებინა ლა ლიგაში,ამ მკვდრების ნაცვლად.ტიპები ერთობოდნენ მთელს ჰაილაითებში ჩელსის მომენტა რომ ვერ ნახავ smile